ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნასრი ტურინში?

“ჩემპიონთა ლიგის” 1/8 ფინალურ შეხვედრაზე “მანჩესტერ სიტისა” და “ბარსელონას” შორის დაპირისპირებაზე ტურინელი სკაუტები შენიშნეს. ჭორების თანახმად სკაუტებს მაროტასგან ნასრიზე დაკვირვება ჰქონდათ დავალებული. ფრანგი ნახევარმცველი ზუსტად იმ სტილის მოთამაშეა, როგორიც “იუვენტუსის” ბოსებს სჭირდებათ – უნივერსალი. ფრანგს ნახევარდაცვის ფლანგებზე შეუძლია თამაში, ამასთანავე ფორვარდის უკანა შემტევად. ფრენკ ლამპარდი, იაია ტურე, სტევან იოვეტიჩი, ჯეიმს მილნერი, დავიდ სილვა, ხესუს ნავასი და მანუელ პელეგრინი, ეს იმ ადამიანთა სიაა, რომლებიც ფრანგის ინგლისურ კარიერას კონკურენციის გამო დასასრულს უახლოებენ. ჯანლუკა დი მარციო იუწყება, რომ ნასრის შეძენა ტურინელ სკაუტებზეა დამოკიდებული. მოთამაშემ მოცემულ სეზონში 20 მატჩი ჩაატარა, 2 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა.

წყარო : Italian Football Daily; Gianluca Di Marzio;

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x