ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბონუჩი :”ასეთი შეცდომების ფონზე ტაქტიკაზე საუბარი უადგილოა”

“ფლორენციელებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი შეცდომებით ესარგებლათ. მეორე ნახევარში საწყის 10 წუთში ვიყავით დაკარგულნი და ვერაფრით ვახერხებდით კონცენტრირებას. როდესაც ერთი გუნდი გოლის გატანას ჩქარობს, ლაფსუსის შანსებიც იზრდება და საბოლოო ჯამში ვიღებთ სავალალო შედეგს. იმედი მაქვს ფლორენციაში შევძლებთ შეცდომების აღმოფხვრას. დღეს მაგალითად ორივე ბურთი სულელურად გავუშვით. პირველის შემთხვევაში ცენტრში დავკარგეთ სიტუაცია და მეორეს დროს სტანდარტის შესრულებისას. ტაქტიკა? ასეთი შეცდომების ფონზე მასსზე საუბარია უადგილოა. იებმა იდეალურად შეისწავლეს ჩვენი ტაქტიკური სვლები და შედეგად გომესი პერსონალურად მიყვანდა და არ მაძლევდა შეტევის დაწყების საშუალებას, ხოლო მარკიზიოს მეტოქის ნახევარმცველები ბოჭავდნენ. სალაჰი? ჭკვიანია. არ არის ადვილი ახალ ჩემპიონატში მოხვიდე და უსწრაფესად გაიარო ადაპატირება. მისი თამაში აპლოდისმენტებს იმსახურებს”- განაცხადა ბონუჩიმ.

წყარო: Football Italia

6 thoughts on “ბონუჩი :”ასეთი შეცდომების ფონზე ტაქტიკაზე საუბარი უადგილოა”

  1. მართალია, როგორი იდეალური ტაკტიკაც არ უნდა იყოს თუ ვინმე შეცდომას დაუშვებს ყველაფერი წყალში იყრება

    ასე იყო დორტმუნდთან და ასე იყო ფიორესთან

  2. სასუოლოსთან მარკიზიოს აუცილებლად უნდა დაასვენოს .. ტიპი გადაიღალა და ამოვარდა უკვე რითმიდან და მის ნაცვლად სტურარო დააყენოს და ასევე ბოლო ბოლო ათამაშოს დე ჩელიე .. და ბარძალი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.