რაიოლა :”პოგბა 99%-ით გუნდში რჩება”
“ჩვენ ვისაუბრეთ იუვეს წარმომადგენლებთან და მივედით იმ დასკვნამდე, რომ პოლმა არ უნდა დატოვოს გუნდი. მე ვესაუბრე ანდრეა ანიელის, ნედვედს, მაროტას, პარატიჩის და მათ ყველას ერთი აზრი აქვთ – ფრანგი იუვეს განუყოფელი ნაწილია. პოლი მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაბარგდება სხვაგან, თუ შემოსული წინადადება ყველასათვის მიმზიდველი და მისაღები იქნება. დღეისათვის ჩემი კლიენტით დაინტერესებულნი არიან ბარსელონა, რეალი, ჩელსი, ბაიერნი, პსჟ, იუნაიტედი და სიტი. მხოლოდ ჩემზე, რომ ყოფილიყო მას უკვე ხვალვე გავყიდიდი ან სიტიში ან პსჟ-ში, თუმცა მას ჩემთვის არ უთქვამს, რომ ახალი კლუბში სურს თამაში”- საუბრობს ჟურნალისტებთან მინო რაიოლა.
“პროცენტულად რამდენია იმის შანსი, რომ პოგბა ტურინში დარჩება? 99%-ი. როგორც უკვე გითხარით იუვენტუსი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეელევა მას თუ რაღაც არანორმალურად კოლოსალურ წინადადებას მიიღებენ. შესაბამისად ყოველივე ამისთვის ვიტოვებთ 1%-ს. მთელი ნახევარი წელი მუშაობდნენ მაროტა და პარატიჩი სატრანსფერო პოლიტიკაზე და განიხილავდნენ პოგბას დატოვება არ დატოვების საკითხს”.
“რეალი ჯერ კიდევ 18 თვის წინ ცდილობდა ჩემი კლიენტის დამატებას და მაშინ იტალიელებმა მის სანაცვლოდ 50 მილიონამდე მოითხოვეს. ესპანელებმა კი ეს ციფრი არარეალურად გაზრდილად მიიჩნიეს. კარლო ანჩელოტისაც კი აქვს ჩემთვის ნათქვამი, რომ ფრანგი ძალზედ ესიმპატიურება. ბარსელონა? ერთ-ერთ ვარიანტად ისინიც განიხილებიან”.
“მე ვურჩიე პოლს, მხოლოდ იმ შემთხვევაში დატოვოს იუვე, თუ მის შესაძენად მოსულ გუნდს მართლაც დასჭირდება მისი მონაცემები და სათამაშო ასპექტები. დღესდღეისობით კი იუვეში დარჩენა უფრო მარტივია, ვიდრე მისი დატოვება. თუ იუვე შეინარჩუნებს მას, მაშინ ეს ურთიერთობა კიდევ 1-2 წელიწადს გასტანს”.
წყარო: Football Italia
კი ვბალეშიკობ იუვეს და მიყვარს ეს გუნდი მაგრამ პოგბა მეცოდება. ასეთ იუვეში ამის მეტი ვეღარ გაიზრდება პოგმა და იცის თვითონაც. წავა აუცილებლად ადრე თუ გვიან…
მანჩესტერის სკამზე გაიზარდა ამ დონეზე))
es raiola ragacas chalichobs
უეჭველი… ხან როგორ ბაზრობს ხან როგორ
პოგბას უყვარს იუვენტუსი და მაგიტომ
ლაციოს უყურებთ? ბურთის კამერა გადააყლაპეს ფიორენტინას.