ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

უიღბლო დღე ტურინელთათვის

მიმდინარე სეზონი მარტინ კასერესის კარიერაში ნამდვილად არ იქნება წარმატებული. ურუგვაელმა უკვე არა ერთი მიკრო და თუ მეტ ნაკლებად სერიოზული დაზიანება მიიღო. დღეს კი სამხრეთ ამერიკელს ქირურგიული ჩარევა ელის. მარტინს ტერფის მოტეხილობა აღენიშნა და მხოლოდ ოპერაციის მერე გახდება ცნობილი თუ როდის დაბრუნდება იგი მოედანზე. აქვე უნდა აღვნიშნოთ გუშინდელ მატჩში სადაც ერთმანეთს კიევო და რომა დაუპირისპირდნენ ახალგაზრდა მოთამაშის ფედერიკო მატიელოს ტრავმა. როგორც იცით იგი ბიანკონერის საკუთრებაა და ვერონელთა რიგებში არენდის წესით ასპარეზობს. სამწუხაროდ ახალგაზრდა ნახევარმცველმა ფეხი მოიტეხა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა თუმცა თუ როდის დაბრუნდება მოთამაშე მოედანზე ჯერჯერობით არ არის ცნობილი.

წყარო: იუვენტუსის ოფიციალური ვებ გვერდი

5 thoughts on “უიღბლო დღე ტურინელთათვის

  1. რაც პასდოინს ეძლეოდა სათამაშო დრო ის რომ მიცემოდა ამ ბიჭს არ ჯობდა?? გუშინ სანამ ფეხს მოტეხავდნენ ძაან მაგრად თამაშობდა შეტევაშიც და დაცვაშიც :forza:

  2. ე.ი რა ვქნა ვინმეს შეიძლება დებილი ვეგონო მაგრამ მარტინი ცემი უსაყვარლესი ფეხვურთშლების სამეულშია…გუშინ ჩიდალის დაუწერია ჩემი ოცნების გუნდი რეალიაო მისი ტამაშის სტილის და რონალშოს დიდი ქომაგი ვარო რამხენად სწორად ვთარგმნე არ ვიცი იქნებ ვინმემ უფრო ზუსტად იცით

    1. “В Европе мне больше всего понравилось играть против “Реала”. Они играют в настоящий футбол, с лучшими игроками в мире. Но никто не является непобедимым”.

      ანუ: ამან თქვა რომ ყველაზე სასიამოვნოა რეალის წინააღმდეგ თამაშიო და ნამდვილ ფეხბურთს თამაშობენო და საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ მსოფლიოშიო, მაგრამ დაუმარცხებელი არავინააო…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.