ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დამიტოვეს”

მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით მის გუნდს ჯერჯერობით არ გაუნაღდებია სკუდეტო: “საწყის ეტაპზე მეტოქე გვავიწროვებდა და აქტიურ პრესინგს მიმართავდა, მაგრამ გადიოდა დრო და ჩვენ გაცილებით ეფექტურად ვმოქმედებდით ბურთით. საერთოდაც მომწონს 1-0, რადგან ასეთ დროს ფეხბურთელები მუდმივ ტონუსში იმყოფებიან. ვფიქრობ, დღეს ბიჭებმა ტაქტიკურად გამართული ფეხბურთი აჩვენეს. შევეცადე, რომ პეპეთი გარდამექმნა შეტევა. შედეგად მისმა ჩაწოდებებმა და ლორენტეს მეორე სართულზე ბრძოლამ სასურველ შედეგამდე მიგვიყვანა. კმაყოფილი ვარ შეგირდების გარჯით, გამონაკლისი ალბათ რამდენიმე წუთია სადაც ზედმეტად ვჩქარობდით ხოლმე. მორატა კარგია ცენტრალური ფორვარდის პოზიციაზე, მაგრამ დღეს მას უფრო სიღრმიდან მოუწია ასპარეზობა და ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებოდა”.

“პოგბა გამთამაშებლად? ვფიქრობ, იგი უფრო მეტად ორთაბრძოლებშია გამოსაყენებელი, რადგან გრძელი ფეხების დამსახურებით საკმაოდ მოკლე დროში ახერხებს დიდი სისწრაფის აკრეფვას. ამასთან ერთად მას ესაჭიროება თავისუფალი ზონა შედეგიანი მოქმედებისთვის. მაგალითისთვის, ზონებს შორის მცირე ზონის გამოყენება უფრო ეფექტურად პერეირას გამოსდის”.

“სტატისტიკის თანახმად, გუნდი მეტად უმატებს უკანასკნელ 15 წუთში. საერთოდაც ბოლო დროს ერთი და იმავე ფეხბურთელები გამოიყენებიან ხშირად. სამწუხაროდ ტრავმების გამო იძულებული ვარ ერთი და იგივე მცველების ტანდემი გავიყვანო მინდორზე”.

“პეპემ საბოლოოდ დაღწია ცუდ პერიოდს თავი და ერთგვარი ალტერნატივის საშუალება მომცა, რომელსაც მოწყვეტილი ვიყავი ადრე. განსაკუთრებით ეფექტური სიმონე მაშინ არის როდესაც გუნდს ფლანგების ამუშავება ესაჭიროება. კასერესი მოვისაკლისეთ, მაგრამ საბედნიეროდ ბარძალი დაგვიბრუნდა”.

“სკუდეტო ჯერჯერობით არ არის მოპოვებული. ამიტომაც მოგვიწევს ბალანსის შენარჩუნება და მშვიდად ყოფნა. აჩქარება საქმეს არ მოუხდება. წინ სერია ა-ს მატჩები, ჩემპიონთა ლიგა და იტალიის თასი გველის. სკუდეტო მთავარი მიზანია, ჩემპიონთა ლიგა ოცნება, ხოლო იტალიის თასსზე გამოვცდით საკუთარ თავს და ვნახავთ რამდენად ვართ მზად ამ გათამაშებისთვის”.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Giorgi kasrashvili
9 years ago

eseni yovelwels izrdebian :D

yovel wels shecdomebze swavloben :D

yovel wels pereyra lorente romulo de chelie matris donis fexburtelebit dzlierdebian… :D

egaa amati politika da ara is rom didi investicia ganaxorcielon da minimum 50ml daxarjon…

ai magalitad gayidos im seviliashi lorente da agebuli 16mlt zazas moiyvanen da 30ml kide gadaixadon oscarshi pogba sheinarchunon da egaa…
da 30ml aris mxolod sachiro !!!

AKAKI nozadze
9 years ago

პინგვინებს სად აქვთ მაგდენი ტვინი თორე მაგას რა აჯობებდა

lasha naxucrishvili
9 years ago

გახსოვს რამდენჯერ ნოლიდან იწყებდნენ კონტეს მოსვლამდე ? ჩააგდებდენ რამოდენიმე თამაშს და მეორე დღისით ამათი კომენტარი ასეთი იყო: ნოლიდან ვიწყებთ :lool: თან ყველაზე პრიკოლი კიდე ძალიან ბევრჯერ იძახოდნენ ამას :lool: . მე კიდე რას ვფიქრობ იცი ამათი პოლიტიკა არის ასეთი წავა გუნდიდან ერთ ერთი ლიდერი მაგალითად ტევესი,პოგბა ან ვიდალი და მაშინ მოიყვანენ ნორმალურ ფეხბურთელს მის ჩასანაცვლებლად! გუნდი ცოტა უფრო რო გააძლიერონ მაგაზე არ ფიქრობენ.ყოველთვის ერთ დონეზე ვიქნებით.

Giorgi kasrashvili
9 years ago

egrea xo dzma… barsa reals bavarias undat daewion da imas ver xvdebian rom tu vinmem gamoagdo fexburteli is ki ar unda iyido aramed is vinsac bevri echalicheba!!! erti damisaxelet marotas transferi sadac vinmes aaxia fexburteli??? vidal? – eg tavad ar mihyides konkurent bavarias… teves? – tavad ar undoda tevess gafarchakebul milanshi dalshe vin? evra? monacos aaxies? sagol kide vin aba? arc aravin!!! danarcheni skam naxexi da gundidan gamogdebulia… morata coman barzagli pirlo pogba tavad gundebma gaushves… kaseres-ogbonati kide nu moviwonebt tavs sashvalo donis mcvelebi arian… lichtainers kidev ra jandaba undoda intershi… da juveshi ro atamashda mere mounda psg-citys… guli mwydeba… Read more »

ALLENATORE
9 years ago

ეს გამონათქვამი როგორ არ მომწონს ) ჩემპიონთა ლიგა ოცნებაააო )) კონტეც რო ამას ბაზრობდა) და მთლიანად იუვეს ხელმძღვანელობა ) ოცნებით არავის მიუღწევია მანდ შედეგს ) უფრო ფეხბურთელებს განწყობა უნდა შეუქმნა და იბრძოლო უნდა ) ამათ ისეთი მიდგომა აქვთ რო თუ გამოვარდით ეგ არაფერი კაცო ) მიზეზს ვნახავთ რატო გამოვარდით იმას რო სხვები უფრო ძლიერები არიან ფინანსურად ) ფეხბურთელებსაც ერთგავარად ეგეთ ფსიქოლოგიას უნერგავენ ) ფეხბურთელის საქმე არაა იმაზე ლაპარაკი ვინ უფრო ბევრს ხარჯავს ) გამოდი და იბრძოლე ვინც არ უნდა იყოს ) ისე როგორც ატლეტიკომ გააკეთა შარშან ) და არა ერთი მაგალითის დაწერა შეილება როცა იუვეზე გაცილებით სიუტი შემადგენლობით ლუგაზე გუნდებს… Read more »

forza bianconeri
9 years ago
Reply to  ALLENATORE

:up:

lasha naxucrishvili
9 years ago

პირველი ტაიმი იყო ნამდვილი კურიოზი ვინ სად ფართხალებდა ვერ გაიგებდი 3 ფეხბურთელის გარდა

marchisio8
9 years ago

სტატიის სათაური ეს აჯობებდა :D მასიმილიანო ალრგრი:”კასერესი მოვისაკლისეთ”

Di Francesco # 1
9 years ago

მართალია ეს კაცი რას ერჩით?!

juveboy-leo
9 years ago

Minimum 4 turit adre unda gavinagdot skudeto

ise amwutas baiernic 11 qulit aris win volfsburgze da rogorc juve romaze
tan qulebic ertnairad aqvt 61 / 50

laciom sad amoqacha magari brdzola wava mesame adgilistvis

AKAKI nozadze
9 years ago

ბარძალის შემოყვანამ მაგარი გაასწორა

9 years ago

არადა პეპე საერთოდ იქეთ ფლანგზე აკეთებდა პასს, უბრალოდ პოგბამ ჩაჭრა პასი და ერთი შეხებით დაამუშავა და შვეტა :lool:

ფიორენტისთან ეთამაშა ეს სასტავი და ის სასტავი ამათთან ჯობდა აშკარად…

მაგრამ მთავარი მაინც “ვესტფალენ შტადიონია” ახლო მომავალში :forza:

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x