ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა :”ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ”

“მიუხედავად იმისა, რომ “სასუოლო” საკმაოდ მოკრძალებული გუნდია, პირადად მე მინდორზე ეს საერთოდ არ მიგრძვნია, რადგან მოთამაშეები ფანტასტიურად მოქმედებდნენ. საუბარი იმაზე, რომ სკუდეტო მოვიპოვე კლუბისთვის უადგილოა, რადგან მას ერთიანად მთელი გუნდი იგებს. ნებისმიერ შემთხვევაში კარგად გვესმოდა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ გამარჯვებას და მსურს პარტნიორებს და განსაკუთრებით ტიფოზებს მადლობა გადავუხადო. მათი გვერდში დგომა ბევრს ნიშნავს და წაგებების დროს ამას ოქროს ფასი აქვს. რას ნიშნავს პირადად ჩემთვის იუვენტუსი? კლუბს, რომელმაც მაიძულა და მომცა საშუალება პროგრესირება მომეხდინა. თავადაც ყველაფერს ვაკეთებ შავ-თეთრი მაისურისთვის. ბევრი მუშაობა მელის, რათა რეალურად დიდი ფეხბურთელი გავხდე. დღეისათვის კი უმნიშვნელოვანესი მიზანი ტიტულის მოპოვებაა და სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი”– განაცხადა პოლ პოგბამ.

წყარო: Tuttosport

6 thoughts on “პოგბა :”ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ”

  1. ეს უნდა დატოვონ და ისეთი მოთამაშეები უნდა გაუშვან როგორებიც არიან
    პადოინი, რუბინიო, ევრა, პეპე, დე ჩელიე, ლორენტე, ლიხშტაინერი, მარონე
    ამათგან დაახლოებით 30-40 ლიმონს მოუყრით თავს დავამატოთ 70-80 და ეს მოთამაშეები დავიმატოთ
    მცველები: დარმიანი, დრაგოვიჩი, რომანიოლი
    ნახევარ მცველები: დე ბრუენი, დეპაი, მაქს მაიერი
    თავდამსხმელები: დიბალა, მიტროვიჩი
    ამათ + რუგანი, ძაძა, ბერარდი.

    1. და კიდე ერთი ამდენი ფეხბურთელის შეცვლა არ შეიძლება და არც კარგად წაადგება გუნდს,თითო რგოლში უნდა თითო მაღალი კლასის მოთამაშე,ხოლოთ მართლა მაღალი დონის და არა პერეირასნაირები და გაუშვან ზედმეტი ფეხბურთელები,ლორენტე,პადოინი.პეპე,ასამოა და პერეირა ზამენაზე კარგია თუმცა ამათგან ორი რო გაუშვან და ერთი ძლიერი დაუმატონ ისიც კარგი იქნება,დაცვაშიც სერიოზული პრობლემმები არ გვაქვს მარა ერთიც აქ დაუმატონ ფლანგის,მაგალითად დარმიანი და დააბრუნონ ჩვენი განათხოვრებულები :juvee:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.