ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”ყველაფერი გვაქვს რათა წარმატებას მივაღწიოთ”

ნამდვილად არ იყო იოლი მატჩი, თუმცა ჩემმა შეგირდებმა ცივი გონებით იასპარეზეს და შედეგად მორიგი ნაბიჯი გადავდგით სკუდეტოსთვის. გვმართებდა და შეგვეძლო კიდევაც გატანილი ბურთის შემდგომ უკეთ თამაში. მორატა კი ნამდვილად იმსახურებს ქებას, გოლი უდაოდ ლამაზი გამოუვიდა და სხვათაშორის ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც მცველის წინააღმდეგ მოუწია კონტაქტში შესვლა და ძალისმიერი დაპირისპირება. აი დოტრმუნდში კი მოგვიწევს უფრო ტექნიკურად და აგრესიულად ასპარეზობა. რთულ მატჩს ველი, თუმცა საკმაოდ კარგი შანსები გვაქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად”- საუბრობს პრესის წარმომადგენლებთან ბიანკონერის თავკაცი მასიმილიანო ალეგრი.

“სტურაროს ტერფი არცთუ სახარბიელო მდგომარეობაშია, მაშინ როდესაც პირლოს დაბრუნება ბორუსიასთან დაპირისპირებაში კითხვის ნიშნის ქვეშაა. ბარძალი მატჩის მიწურულს ოდნავ გადაღლილი მეჩვენა, მაგრამ 8 თვიანი პაუზის მერე ეს ბუნებრივია. ნებისმიერ შემთხვევაში მოხარულნი ვართ მისი დაბრუნებით”.

“ტაქტიკა დორტმუნდში? ოთხი მცველით ვიასპარეზებთ, მაგრამ არის იმის შესაძლებლობაც, რომ სამ მცველი მოდულზე გადავერთოთ. კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული მეტოქის ძლიერი მხარეები. ფაქტია, რომ მინიმუმ ერთი ბურთი გვექნება გასატანი თუ ორი არა. მთავარია, რომ მატჩს სწორი განწყობით და ენთუზიაზმით ვხვდებით, რადგან ჩვენ ხომ ეხლა მთელს სერია ა-ს წარმოვადგენთ ამ ტურნირზე. შემადგენლობაზე კი უშუალოდ სამშაბათს საღამოს ჩამოვყალიბდები”.

“სტურაროს და დე ჩელიეს დებიუტით კმაყოფილი ვარ, მაშინ როდესაც ბარძალის დაბრუნება უდაოდ წარმატებული იყო. ამიტომ თამამად შემიძლია ვთქვა – გვაქვს ყველაფერი რათა განვაგრძოთ წარმატებული სვლა სკუდეტოსკენ და დორტმუნდში ვიასპარეზოთ წარმატებულად. რაც შეეხება სათადარიგოთა სკამს, ყოველთვის ვამბობდი, რომ ეს გუნდის ხერხემალი და წარმატების მთავარი საიდუმლოა. სეზონის ამ ეტაპზე მატჩის უკანასკნელ 20 წუთში თავს აუცილებლად იჩენს დაღლა და ამ დროს დასვენებული ფეხბურთელის შემოყვანა მინდორზე ფაქტობრივად, გადამწყვეტ სიტყვას ამბობს. ასე რომ სათადარიგოზე მყოფ ფეხბურთელს უფრო მეტი როლი და მნიშვნელობა შეიძლება მიენიჭოს ვიდრე, მინდორზე პირველსავე წუთებზე გამოჩენილი მოთამაშე”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

ბუფონი
ლიხტა—–ბონუჩი—–კიელინი—–ევრა
ვიდალი—-მარკიზიო—-პოგბა
პერეირა
ტევესი—მორატა

ეს სასტავი უნდა ათამაშოს პირველი ტაიმი მაინც ალეგრიმ

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x