ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბორუსიასთან შეხვედრა ფინანსურადაც გამორჩეულია

სხვა სპორტულ წარმატებასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის მომდევნო ეტაპზე გასვლა იუვეს დამატებით 9 მილიონ ევროს მოუტანს. მანამ სანამ ალეგრი სამწვრთნელო სესიაზე ოფლს ღვრის ფეხბურთელებთან ერთად, Tuttosport-ი ფინანსურ დეტალებს იკვლევს. უკვე ამ ეტაპზე კლუბმა 3.9 მილიონი ევრო გამომუშავა და დამატებით 2.2 მილიონ ევროს დორტმუნდში გასული პირდაპირი ტრანსლიაციით მიიღებს. კიდევ ერთი შემოსავლის წყარო გაყიდული ბილეთებია. სხვათაშორის წინა მატჩზე ბიანკონერიმ 2.8 მილიონი დააგროვა ზემოთხსენებული საშუალებით.

წყარო: Football-Italia

10 thoughts on “ბორუსიასთან შეხვედრა ფინანსურადაც გამორჩეულია

  1. ხო ნაღდი წავაგებთ,ჯობია არ ვუყუროთ და საერთოდ იუვეს ქომაგობასაც ხომ არ დავანებოთ თავი)) არ გეწყინოთ,მაგრამ ასეთი უარყოფითი განწყობა მნიშვნელოვანი თამაშის წინ სამწუხაროა(( ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასაო და მინდა შევეხო ზოგადად განწყობის მნიშვნელობას,რადგან ხშირად ეჭვის თვალით ვუყურებთ საყვარელი გუნდის ასპარეზობას. ათასობით გულშემატკივარი ვითხოვთ 11 კაცისგან მოედანზე არ შედრკნენ,ფსიქოლოგიურად განეწყონ და წარმატება მოგვიტანონ,ამ დროს კი ჩვენ გულშემატკივრებს ხშირად არ გვჯერა ამის! ნუთუ გულშემატკივრებს არაფერი მოგვეთხოვება,ჩვენი წვლილი რა არის ამ პროცესში? თუ დააკვირდებით კლუბის მესვეურები გადამწყვეტ მნიშვნელობას ანიჭებენ გულშემატკივართა თანადგომას,რადგან მათი პოზიტიური განწყობა ქმნის დადებით აურას,რაც პირდაპირ მოქმედებს გუნდის თამაშზე. ისიც გაგვიგია,რომ თამაშის ბედი გასახდელში წყდებაო! ასეა ძმებო,ყველას თავისი რწმენის მიხედვით მიეზღვება,მთავარია განწყობა და განსაკუთრებით გულშემატკივრების! რა თქმა უნდა ამ რწმენის განმტკიცებაში თავის წვლილი აქვს გუნდსაც! ასე რომ გუნდი და გულშემატკივარი ურთიერთკავშირშია ყოველთვის და თუ ვინმეს ეჭვი გაუჩნდება,სჯობს თავისთან დატოვოს და არ დათესოს))რასაც დათესავ იმას მოიმკი აქაც მოქმედებს)) და იმედი,პოზიტივი დავთესოთ ჯობია! ჩვენ ჩვენი გასაცემი გავცეთ და მოსავალსაც ჩვენი გაცემულის საზღაურად მივიღებთ! :forza: :forza: :forza:

  2. ვერ გავალთ ასე მგონია ცუდი წინათგრძნობა მაქვს ღმერთმა ქნას ვცდებოდე :forza: ფორცააააააააა იუვეეეეეეე :juventus:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.