ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა :”ასეთი თამაშით ბევრს მივაღწევთ”

გუშინდელ შეხვედრაში ალვარო მორატამ საკმაოდ კარგად იასპარეზა, თუმცა ერთი გატანილი გოლის ნაცვლად მას ნამდვილად მართებდა უფრო მეტჯერ დაელაშაქრა მეტოქის კარი. თან ეს მაშინ როდესაც ანგარიში იყო 1-0… ყოფილმა მადრიდელმა ორი 100%-იანი ეპიზოდი გაუშვა ხელიდან, თუმცა საბედნიეროდ მომდევნო ეპიზოდში ტევესის დახმარებით გამოიჩინა თავი და გუნდმაც მიაღწია სასურველ შედეგს :“ფანტასტიური მატჩი გავმართეთ და რაც მთავარია ვმოქმედებდით როგორც ერთიანი მექანიზმი. დაცვა იყო საჭირო? ერთიანად ვიცავდით თავს და ასევე ვმოქმედებდით შეტევაშიც. ტევეს ჯერ კიდევ პატარა, რომ ვიყავი მაშინ ვუყურებდი და წარმოიდგინეთ ეხლა იგი ჩემი პარტნიორია. ეს ყველანაირი ოცნების ახდენაა”.

ეხლა კი უკვე წინ 1/4 ფინალური სტადიაა, სადაც ბარსელონა, ბაიერნი, პსჟ, რეალი, მონაკო, პორტო, ატლეტიკო და იუვენტუსი იასპარეზებენ …

“თითოეული მათგანი ძლიერია, თუმცა თუ ამავე სტილში განვაგრძობთ თამაშს, ვფიქრობ შორს გავალთ”.

მადრიდის რეალს აქვს უფლება გამოისყიდოს ალვარო მორატა…

“გულშემატკივრებს შეუძლიათ მშვიდად იყვნენ, რადგან აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ და ერთადერთი გუნდი, რომელზედაც ვფიქრობ არის “იუვენტუსი””.


წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha lasha
9 years ago

იუვეფობია ჭირს უკვე დორტმუნდს სახლში ვერ გვიგებენ როცა ლამის ყველა გრანდს გადაუარეს 0:5 კაი საღადაო იქნებოდა მაგრამ არც 0:3 არის ნაკლები :yeah: :mrgreen:

lasha lasha
9 years ago

:forza:

irakli28
9 years ago

ალვაროს საწინააღმდეგო არაფერი მაქ მარა იუვეს დონე არაა რა მაინც, 2 ბურთი უეჭველი გასატანი ქონდა საუკუნოდ სალაპარაკოდ მექნებოდა დორტმუნდის ფანებტან 5-0 :lool: :lool:

9 years ago

მეც ვთვლი რომ ყველაზე უხერხული მეტოქე იქნება ბავარია… ჩვენსავეთ მაგათაც ქვეყნის ჩემპიონატი განაღდებული აქვთ და დასვენებული რობენი რიბერი რთულია, თან უკვე დიდი ხნის შეთამაშებული გუნდია…
ყველაზე ბოლოს მაინც ბავარიას ვისურვებდი…
დანარჩენი მაინც ერთნაირია, ბარსას შეიძლება ვერ ვაფასებ სათანადოდ, მარა ბავარიას მაინც მირჩევნია, რეალი უბრალოდ ანჩელოტის ფაქტორია და კარგად იცის ალეგრიც და იტალიური ფეხბურთიც… პსჟ-ს გავაჩერებთ მგონია… პორტო არც ისე მარტივი გუნდი არაა და არავის გაასეირნებს ადვილად… მოკლედ 8 გუნდში ყოფნა თავისთავად სასიამოვნოა, მაგრამ მინდა რაც შეიძლება შორს წავიდეთ…

მაგრამ მთავარი დეტალი მაინც არის ის, რომ წლევანდელ ბორუსიაზე მოგება, საპირწონე არაა, ფეხბურთელებს არ უნდა აუვარდეთ ტავში…
დანარჩენი ყველასთან თამაში შეიძლება თანაბრად… :forza:

forza bianconeri
9 years ago

დიდი სიმპატიით ვარ პარიზული გუნდის მიმართ განწყობილი ისევე როგორც ბევრი იუვენტინო მაგრამ ერთმანეთს თუ დავუპირისპირდით ფავორიტი იუვეა

Di Francesco # 1
9 years ago

ბარსა – ბავარია
რეალი – პსჟ
ატლეტიკო – პორტო
იუვე – მონაკო

ჩათვალეთ რო უკვე იყო კენჭიყრა :chuvak:

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  Dutch

უნდა გამართლდეს :chuvak:
ნახევარფინალში ატლეტიკო პორტუს გამარჯვებულზე გავალთ

lasha naxucrishvili
9 years ago

დორტმუნდი ხო გავარტყი და რეებიც შენ დაწერე მეც ეგ მომხვდა ტვინში ოღონდ ხუმრობის გარეშე.

giorgi nefaridz
9 years ago

ბარსა ყველაზე ბოლოს მინდა ძალიან კარგი შემტევი ხაზი ყავთ, თან ინდივიდუალურად ძალიან ძლიერები არიან :forza:

9 years ago

იმედია ეგრე იქნება. მაგრად გაასწორებს ბერნაბეუზე რომ გაუტანოს გადამწყვეტი გოლი

Di Francesco # 1
9 years ago

ბავარიას არ მინდა რო შევხვდეთ იმიტორო 80% გამოგვაგდებს, პსჟსაც ავარიდებდი თავს, ბარსასთან თან მინდა თან არა, საინტერესო იქნება მაგენთან თამაში იმიტორო რაც პირველი კლუბი გახდა მის მერე არ გვითამაშია ბარსასთან, დანარჩენებს კიდე 90% მოვუგებთ

Di Francesco # 1
9 years ago

რეალს თუ შევხვდით მორატა მოგვაგებიებს

| Newsphere by AF themes.
14
0
Would love your thoughts, please comment.x