ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კიელინი :”ტევესი ფენომენალური ფეხბურთელია”

ჩვენი ენერგია ამოწურვისკენ მიდიოდა და ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური მატჩებიდან გამომდიანრე ეს ბუნებრივი მომენტია. მეტოქისგან სწორედ ასეთ აქტიურ მატჩს ველოდთ. გასპერინის გუნდმა გვაიძულა პირველი წამიდან ბოლომდე, გვერბინა თავდაუზოგავად მთელს მოედანზე. მატჩის მიწურულს კი ისინი აშკარად გვჯაბნიდნენ ფიზიკაში, თუმცა ტევესის ფენომენალურმა ეპიზოდმა სასურველი შედეგი მოგვიტანა. საერთოდაც, კარლიტო პირველივე დღიდან ამტკიცებს თუ რაოდენ დიდი კლასის მატარებელია. მას ინდივიდუალურად ძალუძს მატჩის ბედის გადაწყვეტა. უშუალოდ თამაშის დღეს იგი გარდაიქმნება და უდიდეს სარგებელს გვძენს როგორც შეტევაში ასევე დაცვაში. პალერმოსთანაც და დღესაც, თქვენ იხილეთ იუვენტუსი, რომელიც მართალია არ ბრყინავდა, მაგრამ სასურველ შედეგს მაინც აღწევდა. ბორიელოსთან შეჯახებები? ჩვენ ერთმანეთს ძალიან კარგად ვიცნობთ და დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს, თუმცა მინდორზე არ ვერიდებით ორთაბრძოლებს. მიხარია, რომ იგი კვლავინდებურად რეგულარულად ასპარეზობს”– განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ჯორჯო კიელინიმ.

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

მხოლოდ იტალიური გუნდებია რომლებიც უაზროდ ენერგიას არ ხარჯავენ როცა საჭირო არაა.

Di Francesco # 1
9 years ago

არ მიყურებია ბორიელოს ეპიზოდზე მარა ბევრმა იუვეს ფანმა გალანძღა მაგ ეპიზოდის გამო, არადა ბორიელო არაა ის ფეხბურთელი რო განზრახ რამე ცუდი გაეკეთებია ტურინში, პირიქით შარშან გოლი რო გაიტანა არ აღნიშნა და პატივისცემა გამოამჟღავნა მისი ყოფილი კლუბის მიმართ, იმის მიუხედავად რო ნახევარი წელი იყო ტურინში. მილანში ან რომში რო გაიტანოს ალბათ აღნიშნავს

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x