ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”პოგბასთვის პოტენციურ მყიდველს ნამდვილად არ ვეძებთ”

ჯუზეპე მაროტას განცხადებით ტურინულმა კლუბმა პოლ პოგბას გარეშეც მშვენივრად იასპარეზა და 1/4 ფინალში ასპარეზობაც მოიპოვა. თუმცა, ამასთან ერთად იგი უარყოფს ყველანაირ მოლაპარაკებებს ფეხბურთელის ვითომ და გასხვისების თაობაზე:“პირველივე წამიდან გვქონდა კონკრეტული მიზანი, რომელიც შედგა ანდრეა ანიელისთან ერთად. იუვე უნდა დაბრუნებოდა იმ პოზიციას, რომელსაც იმსახურებს. წლიდან წლემდე კი ყველა ხედავდა თუ როგორი ტემპებით პროგრესირებდა გუნდი. ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ასპარეზობა კი მიუთითებს იმას, თუ რაოდენ დიდი პროფესიონალები არიან აქ შეკრებილნი. გამარჯვება, რომელიც ლამაზ სტილში იყო მიღწეული, სამწუხაროდ პოლ პოგბას გარეშე შესდგა. ეს კი კიდევ ერთხელ ადასტრებს ფაქტს, რომლის მიხედვითაც ფეხბურთი არის გუნდური სპორტი და არა ინდივიდუალური. ბუნებრივია ცალკეული ფეხბურთელები მნიშვნელოვანი არიან, მაგრამ უპირველესი კლუბის ინტერესებია. სასიამოვნოა, რომ პოლმა მალევე გაამართლა გაცემული ავანსები. მსურს დაგარწმუნოთ, რომ იუვეს შეუძლია ასეთი კალიბრის მოთამაშეების შენარჩუნება. ეს არის რეალობა”.

“ბუნებრივია, რომ დღეისათვის იგი საკუთარი პერსონის მიმართ დიდ ყურადღებას მიიპყრობს და თან ისეთი გუნდებისგან, რომლებიც ჩვენს ჩემპიონატზე უფრო ძლიერ ლიგებში ასპარეზობენ. თუმცა, იუვენტუსი არ ეძებს მყიდველს. ფაქტია, რომ რაც მეტი ჩემპიონი გყავს კლუბში, მით უფრო მეტია მოგების შანსი, მაგრამ გასათვალისწინებელია სხვადასხვა ასპექტი. გვსურს ეს ორი ელემენტი გავაერთიანოთ, რომელიც საბოლოო ჯამში განამტკიცებს გამარჯვებულის მენტალიტეტს. სხვა ფაქტორებთან ერთად ამაში გამოვიყენებთ სატრანსფერო ფანჯარასაც. განვაგრძობთ პროგრესირებას, როგორც ამას უკვე ვახდენდით გასული წლების მანძილზე. შემადგენლობა უნდა იყოს კონკურენტუნარიანი და მასში უნდა ირიცხებოდნენ როგორც ჩემპიონები, ასევე ნაკლებად ცნობილნი, თუმცა გუნდისთვის სარგებელის მომტანნი”.

 

წყარო: Football-Italia

9 thoughts on “მაროტა :”პოგბასთვის პოტენციურ მყიდველს ნამდვილად არ ვეძებთ”

  1. ვერატი პოგბა პირლო ვიდალი მარკიზიო და ფლანგებზე ასამოა კვადრადო წინ ტევესი კავანი ზაზა ბერარდი დაცვა კასერესი კიელინი ბონუჩი ბარძალი მარკინიოსი კარებში ბუფინი დე ხეა დადადა მერე ალბათ შევძლებდით 70 მილიონიანი ტრანსფერების გაჩარხვას კბადრადო კავანი ვერატი მაინც :(

      1. ჯიჯი 38 გახდება ტრანსფერების დრო რომ მოვა და ორ სეზონზე მეტს აღარ ითამაშებს იმიტომ რომ ასეთი ხალხი თავსარ გაიბანძებს დაბალ დონეზე თამაშით მაშასადამე საჭიროა ჯიჯის ღირსეული შემცვლელი როგორც ჩელსიმ შეცვალა ისე და სისულელე თუ გგონიათ აგერ ხართ თქვენ და აგერ მე, კვადრადოსნაირები გაუყიდია ჩელსის?სისე ვინ გაყიდა ორ სეზონში მეიერლეში ვინ გაყიდა მიესი ვინ გაუშვა ან ლუკაკუ ვინ გაყიდა და ასრთი რამდენიც გინდა თუ სასტავში არ ცადგა რასაც ვერ ვხედავთ ჯერჯერობით რა ფეხებად ენდომებათ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს

    1. ფლანგელები მაინც საჭიროა რადგან ყველა გუნდი ფლანგებზეა გადასული ამიტომ ვერატის მე კიდევ 3 მოთამაშეს დავამატებ და მერე მართლა სეიძლება ბაიერნს, რეალს, ჩელსის და ბარსელონას კონკურენციის გაწევა
      დე ბრუენი, ლუკას მოურა და ლაზარ მარკოვიჩი.

  2. ჟურნალისტები კი ყიდიან ხან სად ხან სად ხალხს კიდე ჯერა. მაროტას მაგივრადაც ეგენი ებაზრებიან თანხაზე.100 მილიონად არ მოგყიდით არაო 10იც დაამატეო.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.