ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ციებ ცხელება…

ტურინის “იუვენტუსი” წარმატებულად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში, თუმცა ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ გუნდმა არ უნდა იზრუნოს გაძლიერებაზე. მთავარი კითხვა ისევ და ისევ თავდასხმის ხაზში დგას. გამომდინარე იქიდან, რომ ჯერჯერობით არ არის ბოლომდე გადაწყვეტილი სიტუაცია კარლოს ტევესთან დაკავშირებით, მაროტა და კომპანია უკვე აქედანვე იჭერენ თადარიგს და გარკვეულ სვლებს აკეთებენ. რამდენიმე დღის უკან ცნობილი გახდა, რომ მომავალ სეზონს სიმონე ძაძა იუვეში გაატარებს და თურმე იგი უკვე სახლსაც კი ეძებს ტურინში. ჯერჯერობით ეს არა ოფიციალური ინფორმაციაა და მხარეები ღიად არაფერზე საუბრობენ. პარალელურ რეჟიმში განიხილება რადამელ ფალკაოს საკითხიც. ფეხბურთელმა ვერაფრით მოიკიდა ფეხი ნისლიან ალბიონზე და გუნდის გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი: “იქ მსურს ყოფნა, სადაც ვითამაშებ, რადგან ეს ყველა ფეხბურთელის ოცნებაა. სეზონის ბოლოს დავსხდებით და რომელი ვარიანტიც ჩემთვის მისაღები იქნება იმას ავირჩევ”. თუმცა, მაროტა მხოლოდ მათი როდი შემოიფარგლება…

იტალიური მასმედიის მტკიცებით არსენალის წარმომადგენლები მაურიციო ძამპარინის შეხვდნენ პაულო დიბალას ტრანსფერთან დაკავშირებით. მიუხედავად ძამპარინის მცდელობისა, თავად არგენტინელ ფეხბურთელს თურმე ერთადერთ კლუბში სურს კარიერის გაგრძელება და ეს არც მეტი არც ნაკლები ტურინული გრანდია. Sky sport Italia-ს ინფორმაციით, ვენგერი განმეორებით შეხვედრას სთავაზობს სიცილიურ მხარეს ოთხშაბათს ან ხუთშაბათს მილანში, მაგრამ იგი განწირულია კრახისთვის. ისევ და ისევ, დიბალას კარიერის გაგრძელება კალჩოში და ყველასგან შორს წასულ იუვეში სურს.

მაროტა/პარატიჩის დუეტი ცდილობენ 21 წლის უნიჭიერესი შემტევის სატრანსფერო ღირებულების დაგდებას ედოარდო გოლდანიგას სატრანსფერო უფლებით. დღეისათვის იტალიის 21 წლამდელთა ნაკრების ცენტრალური მცველის სატრანსფერო უფლებებს თანაბრად ფლობს ზემოთხსენებული ორი კლუბი. მიმდინარე სეზონში, პაულო დიბალას ანგარიშზე არის 12 გოლი და 8 საგოლე გადაცემა.

წყარო: Football Italia

10 thoughts on “სატრანსფერო ციებ ცხელება…

  1. დიბალას მირჩევნია ბერარდი ბევრად ……. ფალკაო კიდე ან ნებისმიერი ტოპ ტავდამსხმელი იმ შემთხვევაში თუ მორატა ვერ ითამაშებს დარჩენილ ტამაშებს ლიგაზე კარგად და სერია A ში

  2. ლორენტე-მატრის მაგივრად ძაძა-დიბალა მშვენიერი ვარიანტია!! აი ფალკაოსი კი არ მჯერა თან ასაკშიც არის ფორმაშიც არაა და ისევდაისევ ფულს გაეკიდება, ასე რო რადამელზე ფიქრს მოეშვან უნდა :chuvak:

    ტევესი-მორატა-ძაძა-დიბალა- ტოპ თავდამსხმელებიდან კი კავანი-ჯეკო აქიდან ერთ-ერთზე თუ გაკეთდება აქცენტი კარგი იქნება!!!

  3. მჯერა რო იუვეს თუ მოუნდა ფალკაო ადვილად დაითრევს არც ფეხბურთელი მგონია რო წინააღმდეგი იყოს და საერთოდ როგორც ტევესი დაიბადა ხელახლა იუვეში იგივენაირად იქნება ფალკაოც.მანჩესტერ იუნაიტედმა ბევრი ფეხბურთელი გააფუჭა ბოლო წლები მაგრამ ეგ იმას ხო არ ნიშნავს რო სხვა გუნდშიც ვერ გაქაჩავს :) სანჩესი რო ვერ ვითრიეთ იგივე არ მოხდეს ეხლაც არსენალმა აგვახიოს დიბალა :blin:

  4. მე პირადად ეს ხალხი მინდა იუვეში
    დარმიანი, ვერტონგენი, რომანიოლი, დე ბრუენი, მაქს მაიერი ან ლუკას მოურა, მიტროვიჩი, მარკოვიჩი და დიბალა + ძაძა, ბერარდი, რუგანი, ლეალი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.