ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”მილანური კლუბების კრიზისი ნეგატიურად მოქმედებს კალჩოზე”

მაროტა

ბიანკონერის გენერალური დირექტორის ჯუზეპე მაროტას აზრით, მილანური კრიზისი ნეგატიურად მოქმედებს სრულიად იტალიურ ფეხბურთზე. მან ასევე კომენტარი გააკეთა ლიპის ბოლოდროინდელ შედარებაზე ალეგრისა და კონტეს თაობაზე. დღეისათვის ტურინელები უახლოეს მდევარ რომას არც მეტი არც ნაკლები 14 ქულით უსწრებენ, რაც მიუთითებს დაბალ კონკურენტუნარიანობას სერია ა-ში, რასაც ბუნებრივია მაროტაც ეთანხმება.

“იმისათვის, რომ მუდმივად იმარჯვებდე, აუცილებელია ისეთივე კერკეტი გუნდის ყოლა, როგორიც გრანიტია. გამარჯვებებზე კარგი არაფერია, მაგრამ დაბალი კონკურენციის პირობებში კონცენტრაციის დაჭერა არის ურთულესი რამ და სწორედ ამას ებრძვის ალეგრი მთელი სეზონის მანძილზე. მილანური კრიზისი საშინლად ისახება კალჩოზე. მე პირადად უზომოდ მესიამოვნებოდა მეტი კონკურენცია და უშუალოდ მათ წინააღმდეგ დიდი მატჩების გამართვა”.

“მთავარი მწვრთნელის საკითხი? ვიცოდით, თუ რაოდენ დიდ ბუნტს გადავაწყდებოდით, როდესაც კონტემ წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, ხოლო შემცვლელად ალეგრი მოგვყვავდა. თუმცა, ჩვენ გჯეროდა მისი და როდესაც მწვრთნელს იდეალურ ატმოსფეროს უქმნი, მაშინ იგი მაქსიმალურად დაიხარჯება დადებითი შედეგისთვის. ალეგრი კი ზედმიწევნით კარგად ასრულებს ამას. ჩემზე რომ იყოს არასოდეს მოვისმენდი კონტეს ფრაზას, რომ არ ღირს რესტორანში წასვლა, როდესაც ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე ევრო გაქვს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბი სათითაოდ შეადგენენ 33%-ს. კონტეს არ ყოფნაში კი აუცილებელი იყო ახალი სტიმული პროგრესირებისთვის”.

“ტევესის და მორატას კონტრაქტები? არგენტინელს მიმდინარე ხელშეკრულება 2016 წლამდე აქვს და ბუნებრივია მან გუნდს ბევრი რამ შემატა, მაგრამ არც კლუბის მიმართ აქვს ნაკლები ვალდებულება. იმ შემთხვევაში თუ წასვლას გადაწყვიტავს, მოგვიწევს შევეგუოთ და შესაბამისად მოვემზადოთ. რაც შეეხება ალვაროს, ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები მივიღეთ ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე. ჩვენ დავთანხმდით იმობილეს გაყიდვას, რადგან მან კარიერის გერმანიაში გაგრძელება მოისურვა და ამიტომ გადავწყვიტეთ ახალგაზრდა იმედის მომეცი ესპანელი ფორვარდის მოყვანა. მორატა ჯერჯერობით ნამდვილად არ არის მსოფლიო დონის ფორვარდი. ჩვენ იგი გვჭირდება, რომ დაამტკიცოს საკუთარი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობა მომდევნო სეზონში”.

 

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
9 years ago

კონტეს ფრაზა: არ ღირს რესტორანში წასვლა, როდესაც ჯიბეში მხოლოდ რამდენიმე ევრო გაქვს…

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x