ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როცა სიყვარულით აშენებ…

18.03.2015.
გერმანია.

დორტმუნდი.

გადაჭედილი „სიგნალ იდუნა პარკი“.

გავაგრძელო? მგონი, რომ არ უნდა ღირდეს… ისედაც ნათელია ყველაფერი. უბრალოდ, ერთი უნდა აღინიშნოს და თან აუცილებლად – ნამატჩევს ჩახედავდი იუვენტინოების ბედნიერ სახეებს და დიდ სიხარულთან ერთად, დიდი იმედი იკითხებოდა აწყლიანებულ თვალებში.

და კიდევ… ყველაზე მნიშვნელოვანი!…

თითოეული ვგრძნობთ მთავარს, რასაც აქამდე ვერ ვპოულობდით ჩვენში, მიუხედავად იმისა, რომ თამაშს თამაშზე ვიგებდით იტალიაში;
რასაც აქამდე ვუმალავდით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ აგვერია მოგებული სკუდეტოების რიცხი;
რასაც აქამდე არ ვუმხელდით ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ 2 წლის წინაც მოვიგეთ ლიგის მერვედფინალი, ისიც გასვლაზე და ისიც 0:3;
რაზეც აქამდე ვდუმდით და არაფერს ვამბობდით, მიუხედავად იმისა, რომ ტიტულები მოდიოდა;
თუმცა… თუმცა, არ იყო ის გრძნობა, რომ „იუვე“ დაბრუნდა, დაბრუნდა იქ, სადაც მისი ადგილია, რაც მას ეკუთვნის და რისთვისაცაა შექმნილი. მოკლედ რომ ვთქვა, „ქამბექი“ იგვიანებდა და ეს გვტანჯავდა ყველას. ახლა კი „ქამბექი“ შედგა – „იუვე“ დაბრუნდა, „იუვე“ ნამდვილია, „იუვე“ იუვეა!

ვესტერნებში ისეა, რომ „ქამბექს“ გმირი სჭირდება თუ პირიქით… ცხოვრებაში სხვანაირადაა. რეალობა ხშირად ულმობელია. შეიძლება „ქამბექი“ საერთოდ არ შედგეს და ეს არცთუ იშვიათია. ვესტერნი სხვაა, ცხოვრება სხვა.

ცხოვრებისეულ სინამდვილეში „ქამბექს“ ფიქრიანი კაცი სჭირდება, ფიქრიანი და ერთგული – საქმის, სიტყვის, ისტორიის და მომავლის. უპირველესად კი, ასეთ საქმეებს სიყვარული აკეთებს. ფანატიზმამდე ასული სიყვარული… ისე სხვაგვარდ ვერც იქნება – „დიდი სიყვარულის ისტორია“ უსიყვარულოდ, აბა, როგორღა დაიწერება?!

ჰოდა, ასეთი კაცები ცოტაა, მაგრამ სადაც მივლენ იმხელა საქმეებს აკეთებენ, რომ თაობები დგას მათ ნამოღვაწარზე. მადლობა ღმერთს, რომ ასეთი კაცი ტურინულ გრანდში გამოჩნდა.

ბევრს საუბრობენ დღევანდელი „იუვენტუსის“ შემქმნელებზე. სადაც ეს ითქმის, იქ უთუოდ ახსენებენ სენიორ კონტეს, მის უშრეტ ენერგიას. იქვე შეეხებიან ბუფონს, პირლოს, „შავ მარგალიტს“, „აპაჩეს“, ალეგრის ახალ ვარიაციებს, ცბიერ მაროტას… ყველას თავისი წილი მადლობა ეკუთვნის, ყველას მიუძღვის წვლილი „ბებერი ქალბატონის“ მითიური

ფენიქსივით აღდგენაში, თუმცა არის ერთი კაცი, ვინც მე ამ ყველაფრის თავიდათავი მგონია. პიროვნება, რომელიც სიყვარულით აშენებს „იუვეს“… მისი სახელი და გვარია ანდრეა ანიელი.

ცნობილი დინასტიის თვალსაჩინო წარმომადგენელი. დიდი ბიძის ღირსეული მემკვიდრე. გამჭრიახი მენეჯერი და ჭკვიანი მმართველი. პერსონა, ვინც ქმნის „იუვენტუსს“ და მის მომავალს.

დააკვირდით მის ემოციებს თამაშის მიმდინარეობისას და ადვილად მიხვდებით, რომ იგი უბრალოდ პრეზიდენტი არაა, ის უპირველესად ტიფოზია, შეშლილი ფეხბურთზე და საფიცარ „ქალბატონზე“. ასეთი იყო ლეგენდარული ჯანი და ასეთია ანდრეაც. ეს სისხლის ყივილია, „შავ–თეთრი“ სისხლის…

კიდევ ბევრის დაწერა მინდა ამ ახალგაზრდა კაცზე, მაგრამ ის რის თქმასაც ვაპირებ, შესანიშნავადაა გადმოცემული პირლოს წიგნში – „ვაზროვნებ, მაშასადამე ვთამაშობ“. რამდენიმე ადგილი განსაკუთრებით მომწონს „მაესტროს“ ავტობიოგრაფიულ რომანში და ორი აქედან, სწორედ ანდრეა ანიელის ეხება. აი, როგორ მიმართავს პრეზიდენტი ფეხბურთელებს: „ამ გუნდში თამაში პრივილეგიაა, შესანიშნავი, ეს ბევრს არ ერგება წილად, ამისთვის ზეცას მადლობას უნდა ვწირავდეთ. ვისაც ოდესმე „იუვენტუსის“ მაისური ჩაუცვამს, ყველა ადრე თუ გვიან დიდ გამარჯვებამდე მიდის, ყველას აუწევია ერთი, ორი, ათი თუ ასი თასი. ეს კლუბი ჩემთვის ყველაფერია და მინდა თქვენც იმავეს გრძნობდეთ. შინაგანად უნდა იგრძნოთ „იუვენტუსელობა“, ამგვარად კლუბი თქვენთვის კიდევ უფრო ღირებული და ძვირფასი გახდება, სიხარული გაასმაგდება. აიღეთ მაგალითი მათგან, ვინც თქვენამდე თამაშობდა და გახდით სამაგალითო მათთვის, ვინც თქვენ შემდეგ ითამაშებს“.

მეორე ამონარიდი, რომელიც ასევე ძალიან მხიბლავს, პირველი სკუდეტოს აღსანიშნავ ბანკეტზე წარმოუთქვამს ანიელის და აქვე კარგად ჩანს პირლოს რეაქციაც :
„ – ჩემი სიამაყეები ხართ. დიდი ხანი არ არის, რაც პრეზიდენტი გავხდი, ეს ჩემი პირველი სკუდეტოა. წარმოუდგენელი საჩუქარი გამიკეთეთ. ვიცოდი, რომ იტალიაში საუკეთესოები გავხდებოდით, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ამისთვის უფრო მეტი დრო დაგვჭირდებოდა. ახლა კი იტალია აღარ მაკმაყოფილებს.

იმ წამებში ჩემს გონებაში ჩემპიონთა ლიგის ჰიმნი უკრავდა. ანდრეამ თვალი ჩამიკრა. ანდრეა ანიელი. ნამდვილი ანიელი.“

კეთილი სურვილებით – მარად თქვენი „იუვე–ლირი“

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

9 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
jjj jjj
9 years ago

Markizios travmas gadavrchit juventinoebo mgoni. 2 kvirashi dabrundeba

juveboy-leo
9 years ago

ara monakos ki
bardzali bonuchi kielini
tevesi morata
am 5 kacitac gavcdebit mara ai mere ravqnat :juvee:

juveboy-leo
9 years ago

ee raari vin dagvwyevla
dagvemtvra mteli naxevardacva
:blin:
p a d o I n shen mainc iyavi janze davrchit simonebis imedad
pepe padoini

forza bianconeri
9 years ago

კლასნია ალვალო და მამკალით. დამისახელეთ მაგის ასაკის ფორვარდი რომელიც უფრო მაგრად თამაშობს.ტურინში მაგრად უყვართ და აფასებენ მისი თამაშის და კომენტარების გამო. დორტმუნდში ვაიდენFელერმა აჯობა მარა პირველ მატჩში რო საუკეთესო იყო რატომღაც ყველას დაავიწყდა

simoni chigladze
9 years ago

:juvee:

AKAKI nozadze
9 years ago

მორატა ძირითადშია და შეაგდო :juvee:

AKAKI nozadze
9 years ago

ძაან მაგარი სტატიაა :forza:

Di Francesco # 1
9 years ago

იტალიაში თაობა არ მოდისო და კი გადააღუნეს ბურთი თავზე გერმანელებს, ბერარდის ჯარიმას ვიღაცა ტროტა დახვდა და თავით შეუგდო გერმანიას

irakli28
9 years ago

ხოო ანიელი მართლა ჯიგარია და პირლოზე ხო ლაპარაკი არცაა :forza: :forza: :forza: :forza: :forza:

| Newsphere by AF themes.
9
0
Would love your thoughts, please comment.x