ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატა :”არც კი განვიხილავ მადრიდში დაბრუნებას”

მორატა

ალვარო მორატა იმდენად ბედნიერია ტურინში, რომ არც კი სურს მადრიდში დაბრუნებაზე გაფიქრება. ტურინელებმა მართალია 20 მილიონ ევროდ შეიძინეს ნიჭიერი ესპანელი ფორვარდი, თუმცა რეალს მომდევნო სეზონში აქვს უფლება 30 მილიონ ევროდ გამოისყიდოს მოთამაშე. Onda Cero-სთან საუბარში მორატამ კატეგორიული ტონით უპასუხა კითხვას მისი შესაძლო დაბრუნების თაობაზე.

“პირადად ჩემთვის, გაფიქრებაც კი ამგვარ ტრანსფერზე იქნებოდა შეურაწყოფა როგორც კლუბის, ასევე მწვრთნელის და პარტნიორების მიმართ. იმდენად ბედნიერი ვარ აქ ყოფნით, რომ არც კი განვიხილავ მადრიდში ან სადმე სხვაგან გადაბარგებას”.

“დღემდე ვერ გამიგია, რატომ დავრჩი ბორტს მიღმა მაშინ, როდესაც საკმაოდ ნაყოფიერ და შედეგიან თამაშს ვაჩვენებდი”- საუბრობს ესპანელი რეალის პერიოდზე -“შესაძლოა მომენტალურად სასტარტოში არავის დავეყენებინე, მაგრამ ბევრად უფრო თბილ და ყურადღებიან მოპყრობას ნამდვილად ვიმსახურებდი. პრაქტიკულად არ მისაუბრია ანჩელოტისთან, ხოლო ალეგრი გაცილებით ყურადღებიანია და მეტი პატივისცემით მეპყრობა”.

საუბრის მიწურულს მორატამ რამდენიმე იმედის მომცემი ფრაზა თქვა იტალიური ფეხბურთის მიმართ, რომელიც არცთუ წარმატებულ პერიოდს განიცდის:

“ვფიქრობ, ის პროგრესირებს და ბევრად უფრო დაძაბული და საინტერესო გახდა ვიდრე იყო რამდენიმე წლის უკან. ბავშობაში, პირლოს და ბუფონის გულშემატკივარი ვიყავი. ჯიჯის დავიწყება ვარჯიშისას უბრალოდ შეუძლებელია, ხოლო პირლო… პერიოდულად მის ზურგს უკან ვდგები და ვაკვირდები თუ როგორ ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, თუმცა ამას ყველასგან მამულად ვაკეთებ, რომ სულელად არ წარმოვაჩინო თავი”.

 

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

აი რატომ მიყვარს ეს გუნდი ყველა ფეხბურთელი პატივს სცემს იუვენტუს და თანაგუნდელები კიდევ ერთმანეთს :up:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x