ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პეპე :”გსურს? გამოდის, რომ შეძლებ”

“გსურდეს – გამოდის, რომ შეძლებ” – სწორედ ამ სიტყვებით ებრძოდა სიმონე პეპე იმ შავ პერიოდს, რომელიც კარიერაში ედგა გარკვეული ხანი. “თავდაჯერებულობას მძენს ყოველი დღე, როდესაც მინდორზე გავდივარ სავარჯიშოდ. რვა თვეა ვშრომობ და ეს გარკვეულ უპირატესობას მანიჭებს. ნამდვილად რთული პერიოდი გამოვიარე, რადგან იყო ამ სფეროში და ვერ ახერხებდე თამაშს, ვარჯიშს და პარტნიორებთან ერთად ყოფნას, ბედნიერს ვერ გაგხდის. საბედნიეროდ კოშმარი დასრულდა. ვტკბები დღევანდელი დღით, რომელიც სრულებით მაკმაყოფილებს”.

თუმცა, პეპეს ტურინულ კარიერას მხოლოდ ცუდი როდი ახსოვს. პოზიტიურიც ბევრი იყო და ერთ-ერთი მათგანი შემდეგია:

“პირველი რაც მახსენდება არის ტრიესტაში გამართლი მატჩი და სკუდეტო. გოლებზე რომ ვისაუბროთ, ვიტყვი რომ პირველ ტურში პარმელთა კარში გატანილი იყო მნიშვნელოვანი, ხოლო ეფექტური ლაციოსთან დაპირისპირებისას როდესაც გოლი ნახტომში გავიტანე”.

მიმდინარე სეზონს, რომ დავუბრუნდეთ სიმონე არანაირ ჩარჩოებს არ დგამს წინ:

“იტალიის თასსზე ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ქამ-ბექის დადება, ხოლო ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში რაც შეიძლება წარმატებულად უნდა ვიასპარეზოთ. უმეტესობას მიაჩნია, რომ წილისყრამ კარგი თვალით გადმოგვხედა, მაგრამ ევროპაში თამაში ნიშნავს დაპირისპირებას საუკეთესოთა წინააღმდეგ. შიდა ასპარეზზე კი აუცილებლად უნდა გავაგრძელო დადებითი შედეგის მიღწევა, რომელიც ვადაზე ადრე გაგვაფორმებინებს მორიგ ჯილდოს”.

იუვეს ბოლო დროინდელ ასპარეზობას თუ შევხედავთ, ოცნების რეალობად ქცევა არცთუ ისეთი უტოპიაა და თან მაშინ როცა გუნდში არიან ისეთი ჩემპიონები, როგორიცაა ტევესი და პოგბა…

“კარლოსი – ტოპ მოთამაშეა. მას შეუძლია ნებისმიერ წამს მოუტანოს გუნდს სასურველი შედეგი. რამდენიმე ხნის უკან პირადად ვუთხარი, რომ ოთხ-ხუთ საუკეთესო ფეხბურთელში შედის ვისთანაც კი ოდესმე მითამაშია ფეხბურთი. ბუფონთან და პირლოსთან ერთად ის ლიდერია გასახდელში. პირლო ტექნიკური კუთხის ლიდერია, როდესაც ბუფონი და კარლიტოსი უფრო მეტად უდრეკი ხასიათის. პოგბა? ღმერთმა იგი დააჯილდოვა ფიზიკური კონდიციებით, ტექნიკით… აბსოლიტურად ყველაფრით რასაც ფეხბურთელი ისურვებდა. ფრანგი კოსმოსური მაშტაბის სპორტსმენია. მან მხოლოდ უნდა განაგრძოს იმავე ტემპში და შეინარჩუნოს სიმშვიდე”.

 

წყარო: Juventus.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

:love:

forza bianconeri
9 years ago

მაგრა მიყვარს პეპე რა კონტეს სადებიუტო სეზონში საოცრად თამაშობდა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x