ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლორენტე ძაძასთვის? ტურინი მზად არის გარიგებისთვის

ტურინელებს, რომ სიმონე ძაძა სურთ ეს ახალი არავისთვის არის, ხოლო ტოტენჰემს თავის მხრივ ფერნანდო ლორენტეს ხილვა სურს ლონდონში. შესაბამისად იტალიურ და ინგლისურ კლუბებს თავისუფლად შეუძლიათ ერთმანეთისთვის დახმარების ხელის გაწვდომა. ესპანელი ფორვარდი მიმდინარე სეზონში არცთუ წარმატებულად ასპარეზობს მიმდინარე სეზონში. იგი სულ უფრო და უფრო იშვიათად ხვდება სასტარტო შემადგენლობაში. ამიტომაც მისი გასხვისება 10-15 მილიონ ევროდ სრულებით რეალურია. სიმონე ძაძასთვის კი ალეგრის გუნდს ზუსტად 15 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს. სასუოლოს ფორვარდის საკითხი 99%-ით გადაწყვეტილია. იგი მომავალ სეზონს უდიდესი ალბათობით ალეგრის ხელმძღვანელობის ქვეშ დაიწყებს, უბრალოდ მაროტას სურს რომელიმე მოთამაშის გასხვისება და თანხის ამ გზით მოძიება.

წყარო: tuttojuve

13 thoughts on “ლორენტე ძაძასთვის? ტურინი მზად არის გარიგებისთვის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.