ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მორატას წარმატებები და სიტის ინტერესი…

ალვარო მორატას გოლმა უკრაინელთა კარში, ფურია როხას მომდევნო გამარჯვება მოუტანა ევრო 2016-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე. ახალგაზრდა ფორვარდმა საკუთარ მიღწევებზე ოდნავ მოკრძალებულათ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბევრს იშრომებს პროგრესირებისთვის:“რთული და მჭიდრო მატჩი იყო. ჩვენი მეტოქე ხომ ცნობილია საკუთარი სიმშვიდით და ცივ სისხლიანობით. ამ ყოველივესთან ერთად უკრაინელებს ძალზედ საიმედო უკანა ხაზი აქვთ. ვიმედოვნებ, რომ ნაკრებში ასპარეზობა პერმამენტულ ხასიათს მიიღებს. დღეს, ნამდვილად არ მითამაშია საუკეთესო თამაში, თუმცა ბევრს ვიშრომებ რათა აქ კიდევ ერთხელ დავბრუნდე”.

გაცილებით ხმამაღლა ისაუბრეს ალვაროზე მისმა პარტნიორებმა. გამოსაყოფია მათ შორის სანტი კასორლას კომენტარი:“მორატა – იგი ესპანეთის ნაკრების მომავალია. ტურინში ესპანელი არაჩვეულებრივად ასპარეზობს და გვსურს მივულოცოთ სანაკრებო დონეზე მიღწეული წარმატებაც”.

ახალგაზრდა ფორვარდის წარმატებული თამაში არც არაბი შეიხების ყურადღების მიღმა დარჩენილა. მაგალითად მანჩესტერ სიტის მესვეურები აპირებენ შეელიონ ედინ ჯეკოს და სტეფან იოვეტიჩს, რათა ესპანელმა კარიერა პრემიერ ლიგის ბინადრებთან განაგრძოს. თუმცა, მოლაპარაკებების დაწყებას ართულებს ის ფაქტორი, რომ თავდასხმელის კონტრაქტს მხოლოდ “იუვენტუსი” არ ფლობს, რადგან რეალს გარკვეულ თანხად შეუძლია მისი უკან გამოსყიდვა.

 

წყარო: As 

15 thoughts on “მორატას წარმატებები და სიტის ინტერესი…

  1. რა ჯეკო, ვის რაში სჭირდება ეს მაკულატურა, მორატა უნდა შევინარჩუნოთ ულაპარკოდ, ისევე როგორც პოგბა და თუ არ გამოვიდა მაშინ ფული უნდა გამოყენებულ იქნას რაციონალურად-ჩემი სიმპათიები იხრება-როისი, ჰუმელსი, ოსკარი და ვერატი!!

    მარად და ყველგნ ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee:

  2. აუ ეს მოუტინიო რა ძლიერია რა საგოლე პასი გააძრო სერბეთთან მარკიზიოსაც გაუჭირეებოდა ეგეთი გადაცემის გაკეთება. ლიდერია მონაკოსი და უნდა ვუფრთხილდეთ

  3. მორატა გაუშვით და მოიყვანეთ იმობილე პელე და ასე შემდეგ…. მშვენივრად გიხსნა იუვეში და არანირად არსად არ უნდა წავიდეს კაცი რეალზე ამბობს უარს და იუვეში უნდა თამაში რა სიტი :blin:

  4. და ვის რაში ჭირდება ჩამოწერილი ჯეკო? და ვერატი ვერატიო ხო?)) პოგბას თმობთ მაგაში? მასტი იმენა ცალი ფეხიც არაა პოგბასი

  5. da ar artulebs ro? juve etyvis reals, ginda morata? tu ginda kontraktshi weria 30 ml da moitato…

    reali etyvis jamrtelobashi mogaxmaroto, xoda chven citys mivcet morata da dzeko moviyvanot plius 10mlsac dagvimateben, radgan morata dzekoze axalgazrdaa…

    mere pogba mivcet psgs da moviyvanot veratti da 40ml mogvcen,

    am shegrovil 50mls, daumate lorenteshi agebuli 12 ml da 62mlt darmians zazas da oscars moviyvandi da egaa ra

  6. მორატა ძალიან პერსპექტიული 9 ნომერია და სიტიში ნამდვილად დაიცაგრება .. რა უნდა მაგ სოფლის გუნდში

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.