ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინფორმაცია ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ

ტურინის “იუვენტუსის” ბანაკიდან სასიამოვნო ინფორმაციები ვრცელდება.ტრავმა სრულად მოიშუშა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს ანდრეა პირლო, რომელმაც დაზიანება დორტმუნდის “ბორუსიასთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში მიიღო და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.სრულ მზადყოფნაშია პაოლო დე ჩელიეც, ლუკა მარონეც და რაც მთავარია კლაუდიო მარკიზიო, რომლის შესახებაც ბოლო დღეებში ძალიან ბევრი ითქვა და დაიწერა.ზემოთ ხსენებული ოთხივე ფეხბურთელი “ემპოლისთან” შეხვედრაში განაცხადში იქნებიან.რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებში მყოფ მოთამაშეებს, პატრის ევრა, სტეფანო სტურარო და არტურო ვიდალი ვინოვოს ბაზას უკვე დაუბრუნდნენ, ალვარო მორატა, კინგსლი კომანი, შტეფან ლიხტშტაინერი, კარლოს ტევესი, რობერტო პერეირა, ლეონარდო ბონუჩი, ჯიჯი ბუფონი, ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი კი ალეგრის განკარგულებაში უახლოეს დღეებში იქნებიან.რამდენიმე სიტყვით ლაზარეთში მყოფ ფეხბურთელებსაც შევეხოთ : პოლ პოგბა მინიმუმ ათ მაისამდეა ტრავმირებული, მარტინ კასერესი 17 მაისამდე, კვადვო ასამოას დაბრუნება კი 15 აპრილისთვის იგეგმება.

28 thoughts on “ინფორმაცია ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ

  1. ასეთი იტალის ნაკრები მე არ მახსოვსს ) ასეთი სუსტი და უკლასო თავდასხმის ხაზით ) კიდე კარგად ათამაშებს კონტე ) 00 ვაბშე დღეს იტალისს ნაკრების 70% მოთამაშეები დონე ) ყველაზე კარგი რანოკია იყო დღეს )

  2. ისედაც ზამენით ხო ვეთამაშეთ და მერე ზამენის ზამენა გაიყვანა და მაინც იყო შანსი რო 2 გოლი შეგვეგდო, ანტონელის და იმობილეს კაი შანსები ქონდა

  3. ახლა რატო არ ლანძღავთ კონტეს? გუნდი როდის ხდება უფრო თავდაჯერებული და უფრო მყარი ფსიქოლოგიის? როცა ბულგარეთს უგებს 10-ს თუ როცა ფეხბურთის შემქმნელ ინგლისს ახევს ბურთს თუნდაც ამხანაგურ თამაშში? ბულგარეთთან კიდე ვერ მოიგებს იტალია მარა ინგლისებს და გერმანებებს სულ გადააღუნავს ბურთს თავზე

  4. ყველაზე მეტი ზუსტი პასი აქ ჯორჯოს ახლა საგოლე პასები დაიწყო.ავწიოთ პირლოს ადგილზე,არა? :D და თამაშს სად უყურებთ?

  5. ასამოას დაბრუნება მშვენიერია უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ლიგაზე ვერ დაგვეხმარება ( განაცხადში არ შეგვიყვანია

  6. ასამოაააააააა :love: :love: :love: ევარს კიდე საღოლ საკმაოდ კარგად შეცვალა.მე არ ვფიქრობ რო ნავარაუდები 50 დღე დაჭირდეს პოგბას :kenwvla: :italy: :forza:

  7. ასამოას დაბრუნება მაგარი იქნება,გუნდს მეტ ფანტაზიას მისცემს და სკამიც ცოტა მოძლიერდება,პოგბაც და კასერესიც რო დაბრუნდეს დროზე ადრე მერე ფინალიც შეიძლება ვითამაშოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.