ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ძამპარინი :”მაროტას აჩქარება მოუწევს”

“ორი წინადადება მაქვს მიღებული დიბალას თაობაზე. მათი მხრიდან დასახელდა 30 მილიონი ევრო, თუმცა ჩემი პასუხი იყო 40. აქედან ერთ-ერთმა დამატებით ვასკესიც მოითხოვა. იუვენტუსი? დიახ, ეს შესაძლებელია და მათ გენ დირექტორ მაროტასთან ყოველდღიურ კონტაქტზე ვარ. ისინი აწარმოებენ მოლაპარაკებებს, მაგრამ მოუწევთ ააჩქარონ ტემპი, რადგან არგენტინელის ხილვა საკუთარ რიგებში ბევრს სურს. სააღდგომო დღესასწაულის შემდგომ შევხვდები დიბალას აგენტს, რომელიც ახალგაზრდა ფეხბურთელის მომავალზე ზრუნავს”– საუბრობს ჟურნალისტებთან პალერმოს არაორდინალური პრეზიდენტი მაურისიო ძამპარინი.

“დარჩება თუ არა ფორვარდი იტალიაში ამისი შანსები 50-50-ზეა. ნაპოლი? დიახ, დე ლაურენტინი მოხარული იქნებოდა, მაგრამ თავიდანვე ვუთხარი, რომ კავანისნაირად არ იქნებოდა სიტუაცია და აქ ოდნავ მეტის გადახდა მოუწევს”.

თუმცა, მხოლოდ გაყიდვებზე როდი ისაუბრა პრეზიდენტმა…

“ვეძებთ მაღალ კვალიფიციურ ფორვარდს, გამთამაშებელს და კიდევ დიბალას შემცვლელს. ისინი ყველანი სამხრეთ ამერიკელები იქნებიან, რადგან სწორედ ამ მხარიდან მოდიან კარგი შემტევები. ვიბრძოლებთ თუ არა მომავალ სეზონში ევროპისთვის? პრინციპში ამისი გაკეთება წელსაც შეგვეძლო, ჩვენი გამოცდილების და არა ასეთი დაცვის ასპარეზობით. დიახ, უკანა ხაზი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი გვყავს გათამაშებაში. გონსალსენი და მუნიოსი გვაკლია, რომელიც ზამთარში წავიდა”.

 

წყარო: Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
9 years ago

იუვენტუსი მაინც არ გადაიხდის მასში 40 მილიონს და პლიუს ძამპარინი მაქსიმალურად გაჭიმავს არგენტინელის ფასს, ვასკესი და დიბალა სიტის უნდა ერთად ისევ კაი ფულს გააკეთებს პალერმო, თვითონ ფეხბურთელები კი დიდი ალბათობით სიტიში თავს დაიღუპავენ )) ორივე ან თუნდაც ერთ-ერთი რო მოიყვანონ მაგრად გამოგვადგება

simoni chigladze
9 years ago

40 mebevreba amashi,40ad oskari jobia moviyvanot

Samtrediel90
9 years ago

ვინაა ეს დიბალა კაი ფეხბურთელია? რო ააწრიალეს ყველაფერი

იუვესთან ვნახე და დიდი ვერაფერი

lasha naxucrishvili
9 years ago

მაგარი ფეხბურთელია მაგრამ ეს რაღაცას იტყუება.

forza bianconeri
9 years ago

აჩქარებს იმიტომ რომ ფორმა დაკარგა დიბალამ ვნახოთ დავუცადოთ სეზონის ბოლომდე

9 years ago

არა, ეს ძამპარინი არ მევასება, რა იუვეს ფანი, პირველი მტერია იუვესი და მაროტას დაბოლება უნდა, მაგრამ მაროტა მასე ადვილი დასაბოლელებელი არაა, მითუმეტეს ფინანსებში :lool:

Di Francesco # 1
9 years ago

ეს ან იტყუება ანდა იუვეს ფანია და მაროტას ნახევარ ფასში აძლევს დიაბალას, დიაბალა ბევრ კლუბს უნდაო იძახიან და თუ მართლა ასეა იუვე იმ კლუბებს ფინანსურ კონკურენციას ვერ გაუწევს და თუ იმ კლუბებს არ უნდა დიაბალა მაშინ იუვეს რატო ტენიან? მეთერთმეტი ადგილოსანი გუნდიდან 27 თამაშში 12 გოლი რო გაიტანა? ტონის მეტი გაიტანა :lool:

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x