ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტავეკიო :”ველი კომპრომისს ტურინელთა მხრიდან”

იფფ-ს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან იუვენტუსის აპელაციაზე ისაუბრა, რომელიც კლუბმა სასამართლოში შეიტანა. ტურინელები კალჩიოპოლის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ, რომელიც არც მეტი არც ნაკლები 443 მილიონი ევროა :”უდიდესი პატივისცემა მაქვს ტურინის მიმართ. უფრო მეტიც, ეს ის ადგილია სადაც ფედერაცია დაიბადა. დიახ, ადრე ინტერს ვგულშემატკივრობდი, თუმცა ვითარება შეიცვალა და დღეს ეს უკვე ასე აღარ არის. საერთოდაც, ტორინოს მიმართ გულგრილი არასოდეს ვყოფილვარ და ეს მათი ისტორიის და ტრაციის გამოა. მე ინტერის ტიფოზერიის ნაწილი გახლდით, რომელიც არ წუხდა იუვეს მიერ მოპოვებულ სკუდეტოზე”.

“ერთადერთი რაც მაშფოთებს არის სარჩელი, რომელიც იუვემ შეიტანა და ზარალის თვალსაზრისით 443 მილიონ ევროს ითხოვს. დიახ, იგი პირადად ჩემს მისამართით არ არის, თუმცა როგორ შემიძლია ამას მშვიდად ვუყურებდე? არ ვიცი ჩემი წინამორბედები რა ხერხებით მართავდნენ სიტუაციას. საერთოდაც, ანდრეა ანიელის რამდენჯერაც შევხვდი მან დატოვა ისეთი ადამიანის შთაბეჭდილება, რომელიც მზად არის ღია საუბრისთვის. მაგრამ დეტალები არასოდეს განგვიხილავს, უბრალოდ ველოდით სასამართლოს გადაწყვეტილებას. ეხლა კი ტურინს არანაირი საშუალება არ დარჩა ვერდიქტის გასაჩივრების. ეს მხარე აწი უკვე დახურულია, ხოლო სხვა დანარჩენზე, ვიფიქრებთ და შევხედოთ როგორ განვითარდება მოვლენები”.

“სხვა გუნდებიც ურეკავდნენ არბიტრებს? ერთია როდესაც ურეკავ და უკმაყოფილებას გამოთქვამ და მეორეა როდესაც კონკრეტულად შეუთანხმდები გარკვეულ საქმეზე. აქ კი ყველაფერი მარტივად გამოიყურება. დიახ, თქვენ შეგიძლიათ მითხრათ, რომ სისხლის სამართლის კუთხით ეს გამოირიციხა, თუმცა სპორტული სასამართლო არის სხვა ინსტაცია. უზენაესმა სასამართლომ მაინც დაინახა გარკვეული მანევრირებები ბიანკონერის ორი დირექტორის მხრიდან”.

“მოტივაცია? დიახ, ვიცით ამის შესახებ, თუმცა განაჩენებიც ხომ გამოიტანეს… შესაძლოა ვერდიქტის პერიოდი უკვე გასულია, თუმცა იგი ხომ გამოიტანა სასამართლომ? იგი არავის უარყვია. განვმეორდები, იუვენტუსის ორ დირექტორზე ვსაუბრობთ. დავუშვათ, ფედერაციამ 443 მილიონი ევრო გადაუხადა იუვენტუსს, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ ჩვენი უწყება ბანკროტი ხდება. პირადად მე ხელის ჩამორთმევას მივანიჭებდი უპირატესობას, თუმცა არ შემიძლია ამის გაკეთება. ფედერაციას საკუთარი თავმოყვარეობა გააჩნია და ეს აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ. ჩვენ ყველანი ვემსახურებით ამ სფეროს, მაგრამ მონები ნამდვილად არ ვართ”.

“ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც ადეკვატურად ვხვდებით თუ რას ნიშნავს მოედანზე მოპოვებული გამარჯვება. დღეისათვის მხოლოდ ერთი მიზანი მაქვს, კომპრომისის მონახვა ტურინელებთან, რადგან თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი კომპენსაციის გადახდა”.

“რთული არის სასამართლო მოსმენები და არა სკუდეტო”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

დააბრუნეთ სკუდეტოები თქვე ბზ…ბო!!! მაგარი არასწორად მოიქეცით. მაგარი გუნდი დაშალეთ მაგრამ იუვე დაბრუნდა ! ფულიც და სკუდეტოებიც! :forza: :juvee: :italy: :juventus: :kenwvla: :love:

MAXSIMUS
9 years ago

ადმინ აქ ჩემი კომენტარი იყო და რატო წაშალეთ :(

simoni chigladze
9 years ago

moviyvanot oskari humelsi falkao berardi dibala ,da movides mere vinc unda,

simoni chigladze
9 years ago

fuli mogvcnen da kide gavdzlierdebit

forza bianconeri
9 years ago

იმედია სკუდეტოებს დავიბრუნებთ. კომპენსაცია კი ძალიან წაადგება გუნდს და სამართლიანიც იქნება

Gio Darja
9 years ago

ბინძური ინტერის ასაშენებლად ისეთი გუნდი დაშალეს რომელსაც მინიმუმ 5 წელი იტალიაში კონკურენტი არ ეყოლებოდა და ვინ იცის ევროპაში რა წარმატებას მიაღწევდა, მოკლედ მორატის გამო იტალიურ ფეხბურთს გრძელვადიანი არსებობის შანსი შეუწყვიტეს, 3-4 წელი აშენდა ვითომ ინტერი და ეხლა ისევ ჭაობშია რომელსაც იმედია ვერასდროს დააღწევს თავს

jek17
9 years ago

სკუდეტოებიც უნდა დააბრუნებინონ და თანხაც,ხოლოთ ისე რო არ გააკოტრონ იფფ,250 მილიონი აახიონ,ღირსები არიან,მართლა რა გუნდი დაშალეს,მსოფლიო ჩემპიონები და პლუს იმ ზაფხულს 2 მეგა ტრანსფერი მზადდებოდა კიდე,გუნდი იქნებოდა რომელიც წლები დომინირებას გამოაცხობდა და დგესაც უძლიერესი იქნებოდა მსოფლიოში,ბოლომდე უნდა მიაწვნენ :forza:

marchisio8
9 years ago
Reply to  jek17

რა ტრანსფერებზე ამბობ? თუ პროსტა ეგრე იყო ნათქვამი?

d a v i d
9 years ago

უკვე სხვანაირად ჭიკჭიკებენ!!! :chuvak:

9 years ago

ანუ სკუდეტოებს დაგიბრუნებთ, თანხას ნუ ითხოვთო ამას ნიშნავს ამის საუბარი, თუმცა…

ღადაობაა? თუ სკუდეტოები ბრუნდება, ესეიგი ჩაწყობაც არ იყო, თუ ჩაწყობა არ იყო და ტყუილად გაიწირა იუვე, ესეიგი უფლებაც აქვს გუნდს მოითხოვონ ეს 443 მილიონი. თუ გამტყუნდა მოჯი მსაჯის მოსყიდვაში და გამართლდა თავად მსაჯი, ეს ხო კიდე უფრო დიდი სისულელეა და აბსურდამდე მივლენ ბოლოს იტალიაში :blin:

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x