ალეგრი : “ყველაზე მეტად გულშემატკივრების გულის ვერ მოგების მეშინოდა”
ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ სოციალურ ქსელ ტვიტერში გულშემატკივრების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა : “როდესაც ოფიციალურად ჩავიბარე იუვენტუსი, მივხვდი, რომ მქონდა გამარჯვების მოპოვების დიდი შანსი, ყველაზე მეტად კი ტიფოზების გულის ვერ მოგების მეშინოდა, ასეთი გრანდის გაწვრთნა ადვილი არაა.ჩემი პირველი დაპირება, ბუნებრივია, იყო ის, რომ გუნდი სწორი გზიდან არ გადაუხვევდა და კვლავ განაგრძობდა წარმატებებს, რეალურად ეს ასეც ხდება.იუვენტუს სტედიუმი ? – საოცარი ატმოსფეროა, სეზონში მოპოვებული პირველი გამარჯვება საკუთარ მოედანზე განსაკუთრებული მუხტი იყო, მეთორმეტე მოთამაშე სწორედ ჩვენი გულშემატკივარია.რაც შეეხება ტაქტიკას, მე უარი არასდროს მითქვამს ძველ სქემაზე, ჩემს გუნდს შეუძლია როგორც სამი, ისე ოთხი მცველით თამაში, გააჩნია, რას მოითხოვს კონკრეტული სიტუაცია.საუკეთესო მატჩად რომში მოპოვებული გამარჯვება მიმაჩნია, “ლაციოს” წინააღმდეგ, სამბურთიანი სხვაობით.დიახ, 16 ივლისს ჩემს პოსტზე დანიშვნას ბევრი ტიფოზი უყურებდა ეჭვის თვალით, თუმცა, მათ ვპატიობ, წარმატებას კი მუხლჩაუხრელი შრომითა და ვარჯიშებით მივაღწიეთ, ახლა ვალდებულნი ვართ, დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.სკუდეტო უნდა მოვიგოთ, წარმატებას მივაღწიოთ ჩემპიონთა ლიგაზე და იტალიის თასზე.”
მე ძალიან მახარებს მოტივირებული იუვეს ნახვა სერია ა-ში, რადგან ადრე თვა ალეგრიმ სწორედ მოტივაციის ნაკლებობას განიცდიან ბიჭებიო..აშკარად იმუშავა ამ საკითხზე და ეტყობათ კიდეც 90 წუთი თამაშობენ…მობილიზებულები…ლიგას რაც შეეხება იმედია კარგად იქნება ყველაფერი და რამე საშნელი ტრავმა არ გამოვარდება, საიდანმე..ისე ბორუსიასთან 2თამაშზე ტიპს 2 საყრდენი გამოაკლდა პირლო-პოგბას სახით და თითქოს ეს არც დაეტყოთ ბიჭებს..ხომ იყო ასე?..ისევ ჩვეულებრივად გააგრძელეს გერმანული მანქანის ნგრევა..მე არ მახსოვს ასე კარგად და ლაციალესთან მოგება რატომ მოსწონსასე ალეგრის..ალბათ მაინცსტარტი იყო ჩემპიონატის და იმიტომ…
რადგანაც შენ გვაპატიე რაღა მიჭირს:D:D არა უკმაყოფილი არ ვარ პირიქით გუნდი წინ მიდის შარშანდელზე უკეთესი სეზონი აქ აგერ ლიგაზეც არის შანსები წარმატების.ერთი მეათე თასი მინდა და არ გვეღირსა რა ნეტა ფიორეს შემოვუბრუნებდეთ თამაშს
შენდობის კვირაა:D
ზუსტად ისეთია, როგორიც უნდა იყოს აშენებულ გუნდში მოსული მწვრთნელი ) მშვიდი, გაწონასწორებული, თავმდაბალი, იცის რო კონტეს დაყენებულია რეალურად ეს გუნდი და მან უნდა განაგრძოს ეს გამარჯვებების გზა, აკეთებს ამას და რაც მთავარია ევროპაში მეტი შედეგი აქვს, უპირველესად კარგი ის ქნა რო კონტეს სქემა არ დაიკიდა, მანამდე ითამაშა სამი მცველი სანამ გუნდმა არ ამოწურა ეგ ტაქტიკა, მერე გადავიდა მის სქემაზე და ბევრად მობილური, საინტერესო გახადა თამაშის სტილი, საჭიროების შემთხვევაში კარგად კეტავს თამაშს ძველ სქემაზე დაბრუნებით )) მე კმაყოფილი ვარ
მე მგონი იუვეს 3-5-2 სქემის შესაძლებლობები ჯერ არ ამოუწურავს..ახლაც მშვენივრად ეთერთვებიან ბიჭები როცა საჭიროა…თან თამაშს მიმდინარეობისას იცველა სქემა ხოლმე…კიდევ ერთი..მშვიდია ალეგრი რადგან აწყობილ გუნდში მივიდა, მაგრამ მე მგონი მაგასაც დიდი ძალისხმევა და ცოდნა უნდა რომ არდაანგრიოდა შეინარჩჩჩჩჩჩნო ყოველივე და არ დაიწყო ახალი ამერიკის აღმოჩენა..შენარჩუნება ხშირად უფრო ძნელია ვიდრე მიღწევა..
ხალხო გვაპატია ალეგრიმ
