ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი :”მონაკო გასვლით მატჩებში უფრო სახიფათოა”

ბიანკონერის ერთ-ერთი დირექტორის პაველ ნედვედის განცხადებით მონაკო გაცილებით სახიფათო გასვლით მატჩებშია. მან ასევე ისაუბრა სხვადასხვა კლუბების პოლ პოგბათი დაინტერესებით: “ჩემპიონთა ლიგაში, შეგვეძლო ბევრად ძლიერ მეტოქეს შევხვედრილიყავით, თუმცა რაიმე შეუფასებლობაზე საუბარი უადგილოა. ვუყურე მათ ასპარეზობას არსენალის წინააღმდეგ და ძალზედ გამაოცეს. ფრანგები უფრო ეფექტურები და დაუნდობლები მეტოქის მინდორზე არიან, ამიტომ მხოლოდ საკუთარ კედლებზე ფსონს ვერ გავაკეთებთ”.

კითხვაზე თუ რომელ კლუბებთან არ ისურვებდა ასპარეზობას იგი კატეგორიული იყო:

“ბარსელონა და ბაიერნი. რაც უფრო შორს იქნებიან ჩვენგან მით უფრო კარგია. ეს ორი ამ ეტაპზე გამორჩეულად ძლიერია და დამსახურებულად არიან ჩემპიონთა ლიგის მთავარი ფავორიტები. მათი ფეხბურთი საზღვრებს გარეშეა და ამიტომაც აღწევენ შთამბეჭდავ შედეგებს. მადრიდის რეალი კი ისეთივე ძლევამოსილი, როგორიც გასულ სეზონში იყო აღარ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა დიდ პატივისცემას იმსახურებენ”.

პოგბა…

“ვიცი, რომ ბარსელონას და სხვა კლუბებს მისი ხელში ჩაგდება აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა პოლს ჩვენთან მოქმედი ხელშეკრულება აკავშირებს. რაც შეეხება მის ტრავმას, მიუხედავად იმისა, რომ ექსტრა კლასის ფეხბურთელია, სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეთ. შესანიშნავი გუნდი გვყავს, რომელსაც შეუძლია მისი შემცვლელის მოძიება”.

“რაც შეეხება მორატას, მომწონს როგორც მისდის საქმეები და მოხარული ვარ მისი სანაკრებო ასპარეზობით. გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ახალგაზრდაა, შეუძლია გახდეს დიდი ჩემპიონიც”.

 

წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x