ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

როსი :”კონტე ფედერაციისგან სრულ მხარდაჭერას ელოდა, თუმცა…”

Radio Onda Libera-სთან საუბარში ლეგენდარულმა პაოლო როსიმ სკუადრა აძურიზე და ტურინის “იუვენტუსსზე” ისაუბრა, რომელთა რიგებშიც 80-იანებში საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდა:

კონტეს შესახებ…

“ანტონიოს იმედი ჰქონდა, რომ ფედერაციისგან სრულ მხარდაჭერას მიიღებდა და ისე იმუშავებდა, როგორც მას მოესურვებოდა. კლუბებს კი საკუთარი მიზნები და უამრავი მატჩები აქვთ გასამართი. ნაკრები უკვე მიჩვეულია, რომ თამაშამდე რამდენიმე დღით ადრე შეიკრიბოს. თუმცა, კონტესთვის 3-4 დღე არ არის საკმარისი”.

მარკიზიო…

“ნახევარმცველის თაობაზე პრობლემატური გახდა კომუნიკაციის სფერო და სწორედ ამიტომ წარმოიშვა გაუგებრობა. თუმცა, ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კლუბების ჰეგემონია აპენინებზე. ის პერიოდი უკვე დიდი ხანია შეიცვალა, როდესაც ნაკრებში მოხვედრა საოცნებო რამ იყო, ეხლა უკვე გუნდები წარმართავენ თამაშის წესებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ სწორედ ნაკრები უნდა იყოს პირველი ნომერი”.

აძურის თავდასხმა…

“სწორედ იმობილეს და ძაძას ეკუთვნით იტალიის მომავალი. დღეისათვის არცთუ ისე ბევრი მაღალ კვალიფიციური თავდამსხმელია, ხოლო იმობილე, რომელიც ბორუსიაში წარმატებულად ასპარეზობს იმსახურებს ნდობას. ნაკრებში და საერთოდაც ნახევარდაცვაში, არჩევანი უფრო ფართოა”.

იუვენტუსი…

“ტურინელებს ყველაზე იოლი მეტოქე შეხვდათ, თუმცა 1/4 ფინალი მაინც 1/4-ია. იუვეს რეალური შანსი აქვს ნახევარფინალში გასვლის, სადაც მას უკვე ტოპ კლუბი დაუპირისპირდება. ვინ იფიქრებდა ამას სეზონის სტარტზე? ალეგრის კარგი გუნდი ჰყავს და შორს შეუძლია გასვლა. ამასობაში პირლოც და პოგბაც ოპტიმალურ კონდიციებში შევლენ”.

ინტერვიუს მიწურულს კი თემა ლაციოს შეეხო…

“ჩემპიონატის უდაო აღმოჩენაა, რადგან არავინ ელოდა ასეთ მაღალ პოზიციას. სტარტი, რომ ასეთივე წარმატებული ყოფილიყო იუვეს რეალურ მეტოქეთ ჩაითვლებოდნენ. მშვენიერი შემადგენლობა ჰყავთ, რომელთა რიგებში გამორჩეული ფელიპე ანდერსონია. მას აუცილებლად უნდა დავუთმოთ გამორჩეული ყურადღება”.

 

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
irakli28
9 years ago

მეტი არავინაა თორე იმობილე- ძაძას იმედზე არ უნდა იყოს ნაკრები, ტოპ კლასი კი არა ჯერ მაღალი დონის ფორვარდობამდეც ბევრი უკლიათ…. პელე მირჩევნია მე პირადად ძაძას…

Di Francesco # 1
9 years ago

როსი რო იტყვის იმობილე და ძაძაა ნაკრების მომავალიო მერე ვინმემ ამის საპირისპირო აზრი როგორ უნდა თქვას? იმობილეს ბოლომდე არ ენდო კლოპი და ხან ხისთავიან რამოსთან შეიყვანა კონკურენციაში და ხან საერთოდაც უფროვარდოდ თამაშობდა, ობამეიანგს რო აყენებ თავდამსხმელებად იმას არ ნიშნავს რო იმობილეს ჯობია, იმობილე სულ სხვა ფეხბურთს თამაშობს, ობამეინაგს იმიტო ათამაშებს რო მისი სტილის შემტევით თამაში ურჩევნია, ხოდა იბრძოლოს ახლა უეფას თასისთვის ობამეიანგთან ერთად, იმობილეს ყველა თამაში შეუცვლელად რო ეთამაშა მინიმ 10 გოლი ექნებოდა ახლა

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x