ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტიაგო :”ტურინში არავინ მენდობოდა”

დიდი ზარ ზეიმით “ლიონიდან” 14 მილიონ ევროდ შეძენილი პორტუგალიელი ტიაგო მენდეში, ვერაფრით მოერგო თავის დროზე აპენინურ ლიგას და ტურინულ გრანდს. სერია ბ-დან დაბრუნებულმა იტალიის მოქმედმა ჩემპიონმა შემადგენლობის გაძლიერების თვალსაზრისით სერხიო ალმირონი და ტიაგო მოიყვანა, რომელთაც შუა ხაზის მაღალ დონეზე ათამაშება დაევალათ. არც არგენტინელს და არც პორტუგალიელს ჯეროვნად არ უასპარეზიათ. პორტუგალიელი დანანებით იხსენებს იმ პერიოდს, რომელიც მან ტურინში გაატარა, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ გარკვეული რამ მაინც ისწავლა ამ მწარე გამოცდილებით…

“დამეთანხმებით რთულია, როდესაც ერთი ლიგიდან მეორეში გადადიხარ და ელემენტარულად ენის ბარიერიც კი პრობლემატური ხდება. ასეთ დროს აუცილებელია მთავარი მწვრთნელის გვერდში დგომა და სამწუხაროდ, არასოდეს მიგრძვნია რანიერისგან ეს ყოველივე. პირველივე დღიდან, თითქოს ზედმეტი ვიყავი გუნდში. პირველი წელი იყო საშინელება და არანაირი ჰარმონია. მალევე გამიჩნდა წასვლის სურვილი”.

“ერთი წელი ფაქტობრივად არაფერში გამიცდა, თუმცა მსურდა დამერწმუნებინა ყველა, რომ ხელწამოსაკრავი ფეხბურთელი არ ვიყავი. პოზიტივით დავიტვირთე და ყველაფერს ვაკეთებდი გუნდის და პარტნიორების დასახმარებლად. ნამდვილად მძიმე პერიოდი იდგა ჩემს კარიერაში, რამაც შემდგომ ბევრი რამ მასწავლა. ამასობაში პრესის და ჟურნალისტების მხრიდან უდიდეს დაწოლას ვგრძნობდი, რაც საქმეს კიდევ უფრო მირთულებდა. შესაბამისად ცოტახანში იძულებული გავხდი დავმშვიდობებოდი ტურინს და იტალიას. კარიერის მანძილზე ვასპარეზობდი ლონდონში, ლიონში და ტურინში… არა ერთი ენა შევისწავლე და სხვადასხვა საჭირო ნიუანსი. აპენინებზე თამაში რთულია, ხოლო ინგლისში ყოველთვის გასაოცარი ატმოსფერო სუფევს”.


წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dito chanturia
9 years ago

მაგრა მომწონდა ეს ლიონში და მინდოდა ჩვენთანაც ეგეთი ყოფილიყო… მაგრამ ჩემთვის ყველაზე დიდი იმედ გაცრუება დიეგოს გაშვებაა მაინც :(

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x