ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანჩელოტი :”გაუთავებელი საგა კალჩიოპოლზე უნდა დასრულდეს”

მადრიდის რეალის მთავარი მწვრთნელი ესპანურმა მედიამ ერთ-ერთ გადაცემაში მიიწვია, სადაც მილანის და იუვეს ექს თავკაცს, ლუჩიანო მოჯიზე და კალჩიოპოლის საკითხებზეც დაუსვეს კითხვები: “ნამდვილად არ ვფიქრობ, რომ ლუჩანონე ან მსხვერპლი ყოფილიყო რაიმე სისტემის ან თავად ყოფილიყო რაიმე ორგანიზაციის თავი და თავი. ფაქტია, რომ იყო იგი იმ სისტემის ნაწილი, რომელიც საქმეს არცთუ ისე გამჭირვალედ აგვარებდა. თუმცა, მეორეს მხრივ მიმუშავია მასთან და იგი საკუთარ სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო კადრი იყო. საბედნიეროდ, დღეისათვის ეს შავი ლაქა იტალიურ ფეხბურთში მეტ ნაკლებად დასრულებულია, მიუხედავად იმისა რომ შედეგებს კალჩო დღესაც იმკის. კომპენსაცია იუვენტუსს? ვფიქრობ, ყველამ უნდა დახუროს ერთხელ და სამუდამოდ ეს წიგნი. ყველაში კი ტურინელებსაც ვგულისხმობ.კალჩიოპოლი სამწუხარო და სასირცხვილო გვერდია სრულიად იტალიური ფეხბურთისთვის, მაგრამ მომავალს ოპტიმისტურად უნდა ვუყუროთ”.

წყარო: tuttosport

3 thoughts on “ანჩელოტი :”გაუთავებელი საგა კალჩიოპოლზე უნდა დასრულდეს”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.