ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პოგბა და ტევესი “პსჟ”-ს რადარზე…

“პსჟ” მხოლოდ პოლ პოგბათი როდია დაინტერესებული. გარდა ფრანგი ვარსვკლავისა, პარიზელებს ტურინელთა მეორე ლიდერის – კარლიტოს ტევესის ხილვაც სურთ. კონტაქტი მათ შორის ჯერ კიდევ მაშინ შესდგა, როდესაც არგენტინელი სიტიდან აბარგებას და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელებას ფიქრობდა. თუმცა, აპაჩეს იმ პერიოდში არ მოეწონა ფრანგების პროექტი. მაგრამ დღეისათვის სიტუაცია უკეთესობისკენ შიეცვალა და პსჟ უკვე მოწინავე კლუბებს შორის იმყოფება. ტევესის ანაზღაურება ტურინში შეადგენს 5.5 მილიონ ევროს, რაც ფრანგებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას. მაგალითისთვის ეიზიკელ ლავეცი წლიურად 6.5 მილიონ ევროს იღებს და მოახლოებულ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ნომერ პირველ კანდიდატად სახელდება წასვლისთვის.

წყარო: tuttosport

4 thoughts on “პოგბა და ტევესი “პსჟ”-ს რადარზე…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.