ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბოცო :”მორატა ცოცხლობს და სუნთქვას “იუვენტუსის” სიყვარულით”

ბიანკონერის ესპანელი ფორვარდის ალვარო მორატას საფეხბურთო აგენტის სიტყვებით, თავდამსხმელი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაბრუნდება მადრიდში თუ ამას თავად მოისურვებს. მორატას კონტრაქტი მიკროსკოპულად აქვთ შესწავლილი ჟურნალისტებს და აბსოლიტურად ყველას ის აინტერესებს კონკრეტულად რა თანხად შეუძლია რეალს მისი დაბრუნება და არის თუ არა რაიმე საშუალება, რომ იუვემ ხელი შეუშალოს ამას: “სიტუაცია ამგვარად გამოიყურება,- მას იუვეში სურს ასპარეზობა. როდესაც საქმე ასეთ დიდ მოთამაშეებს ეხებათ, გადამწყვეტი სიტყვა ყოველთვის მათზეა და არა იმ პუნქტზე, რომელიც კონტრაქტში არის ჩადებული. ტურინში ფორვარდი თავს მშვენივრად გრძნობს და ეს გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო, როცა მადრიდის დატოვება გადაწყვიტა. საგულისხმოა ისიც, რომ თავად ფლორენტინო პერეს დიდად არ სურდა ალვაროს იუვეში გაშვება, რადგან სხვა კლუბები უფრო დიდ თანხას იხდიდნენ. მაგრამ მორატა ჯიუტად მიუყვებოდა იმ გზას, რომელიც აირჩია და მადრიდულმა წნეხმა მასზე ვერაფრით ვერ იმოქმედა”.

“რაც მთავარია ფეხბურთელი ბოლომდე იყო ჩახედული იმ გეგმაში რასაც იუვე სთავაზობდა და სწორედ ამ უკანასკნელმა დააინტერესა. საერთოდაც, ჩემი კლიენტი უზომოდ მიზან დასახული, ჯიუტი და შეუპოვარი ხასიათის პატრონია. პირდაპირ იძახის იმას რასაც ფიქრობს და არ ცდილობს საკუთარი ემოციების დამალვას. მოვისმინე მისი ინტერვიუ, სადაც იგი ჟურნალისტს იუვეს სიყვარულზე და უფასო ასპარეზობაზე ესაუბრებოდა, მხოლოდ იმიტომ რომ შავ თეთრი მაისურით ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლოს. სწორედ ასეთია იგი და ნამდვილად ამ აზრზეა, რადგან თავადვე მოვისმინე გარკვეული ხნის უკან იდენტური სიტყვები. ძალიან ძლიერია და არაფრის ეშინია, ეს კი მის მახასიათებლებს კიდევ უფრო მეტ ფასს სძენს. იუვე, მისი გუნდი, სულისკვეთება და ემოციაა. დღეისათვის, როდესაც მან ნაკრებშიც გამოიჩინა თავი, უკვე სრულიად ესპანური ინჩასის კუმირი ხდება და არა მარტო მადრიდულის. ასე რომ, ისეთ გრანდიოზულ გუნდს როგორიც არის რეალი, ვერ შესძლებს ვერანაირ ფასად მის უკან წაყვანას, თუ მორატას სურვილი არ დაემთხვა კლუბისას”.

ბოცომ ასევე ისაუბრა მორატას ერთ-ერთ მთავარ მიზანზე – ჩემპიონთა ლიგის თასის დაუფლება იუვენტუსსთნ ერთად…

“გასულ წელს, როდესაც განვახორციელეთ ტრანსფერი იუვეში, იგი საკმაოდ ემოციურ თემას შეეხო, რომელიც ეხებოდა იუვეს და ჩემპიონთა ლიგას. არ შემიძლია დეტალებზე საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ მისი გეგმები განხორციელდება. ალვარო ბედნიერებისგან მეცხრე ხაზე იქნებოდა, ისევე როგორც “იუვენტუსი”.


წყარო: Football-Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

:forza:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x