ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”პადოინს მწვრთნელობაც კი შეუძლია”

“ემპოლის” ძლევის შემდეგ მასიმილიანო ალეგრი ნასიამოვნები ჩანდა საკუთარი შეგირდების ასპარეზობით და განსაკუთრებულად გამოყო პადოინი, ოგბონა და სტურარო :“პირველ რიგში კმაყოფილი ვარ პადოინის შრომისუნარიანობით, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველად იასპარეზა ანდრეა პირლოს პოზიციაზე და დაკისრებულ მოვალეობას თავი მშვენივრად გაართვა. ერთ თვიანი პაუზის შემდეგ ოგბონამაც დაგვანახა, რომ ბრწყინვალე კონდიციებში იმყოფება, ხოლო სტურაროსთვის ეს სულ რაღაც მეორე მატჩი იყო შავ-თეთრი მაისურით. უშუალოდ მატჩზე კი რა უნდა ითქვას.. პირველ ნახევარში პრაქტიკულად არაფრის საშუალება არ მიგვიცია მეტოქისთვის, რომელიც მყარად იდგა საკუთარ ნახევარზე. მათი ნახევარდაცვის და დაცვის ზღუდეების გარღვევა რთული იყო, რადგან მჭიდროდ მოქმედებდნენ. ამიტომაც ჩემმა შეგირდებმა სწრაფი მანევრირებებით და ტექნიკური არსენალის ჩართით მიაღწიეს სასურველ შედეგს”..

“ვთვლი, რომ საჭირო გამარჯვება მოვიპოვეთ კერკეტ კაკალთან, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები რვა მატჩის განმავლობაში არ უწვნია მარცხი”.

“პადოინი? ისევ და ისევ მის უნიკალურ თვისებებზე გავამახვილებ ყურადღებას. ფაქტია, რომ ფეხბურთელს შეუძლია ერთბაშად რამდენიმე პოზიციაზე ნაყოფიერად ასპარეზობა. მას ყველა ის თვისება აქვს, რითიც მომავალში წარმატებული მწვრთნელიც კი გახდება! ტაქტიკურად რომ არ იყო განსწავლული, უაღრესად რთულია იასპარეზო კარგად მცველების წინ. მას გუნდისთვის შეუძლია სტაბილურობის და ბალანსის მოტანა იმ პოზიციაზე სადაც დავავალებ ასპარეზობას”.

“იმედი მაქვს მარკიზიო უკვე ფლორენციაში დაგვეხმარება, მაშინ როცა პირლოს ხილვას მონაკოსთან შეხვედრაში ველი. მას ექვსი კვირა გაუცდა და ამიტომ ფრთხილად და ყურადღებით მოგვიწევს მაესტროს ფორმაში შეყვანა. ვიდალი? მას არ დამართნია არაფერი სერიოზული”.

“მონაკო? ვუყურე მათ დაპირისპირებას. ბუნებრივია გარკვეული კონტურები მოხაზული მაქვს, თუმცა მოვა დრო როდესაც დეტალურად განვიხილავთ მათთან შეხვედრას. შესაძლოა ფრანგები ისეთივე კლასის არ იყვნენ როგორიც იყო დორტმუნდი, მაგრამ მათ წინააღმდეგ თამაში უამრავ თავსატეხებთან იქნება დაკავშირებული”.

“რთულია სამი სკუდეტოს მოპოვების შემდეგ ბალანსის შენარჩუნება, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. ვფიქრობ, გაუმჯობესება ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება და ბიჭები ამას გრძნობენ. მსურს დავარწმუნო ისინი, რომ საუკეთესონი მხოლოდ იტალიაში როდი არიან.. დღევანდელი გუნდი ევროპაშიც საკმაოდ ანგარიშგასაწევია. ჩვენ გავაგრძელებთ სწრაფვას სრულყოფილებისთვის”.

 

წყარო:football-italia

7 thoughts on “ალეგრი :”პადოინს მწვრთნელობაც კი შეუძლია”

  1. რატო ღადაობთ ნორმალურად თამასობს ეგ კაცი საერთოდ არაფერს არ აფუჭებს და გუშინ ალეგრის არ იყოს მართლა ერთ ერთი საუკეთესო იყო გუნდში :up: მიდი პადო არავის არ უსმინო მიაწექი პირველ ჩვენებას :yeah: :forza:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.