ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პრადე :”თანაბარი შანსები გვაქვს”

ემპოლი დამარცხებულია, თუმცა დასვენების დრო გუნდს ნამდვილად არა აქვს. უკვე სამშაბათს, იტალიის თასის საპასუხო მატჩში, ტურინელები ფლორენციელებს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი ალეგრის გუნდმა 1-2 დათმო და ამიტომ სტუმრად დიდი ბრძოლის გადატანა მოუწევს, თუ რეალურად სურს მომდევნო ეტაპზე ასპარეზობა. იების სპორტული დირექტორი დანიელე პრადე გუნდების შანსებს 50-50 ზე აფასებს, მიუხედავად პირველ მატჩში დაფიქსირებული შედეგისა..

“უმჯობესია თუ ტურინში გამართლ შეხვედრას დავივიწყებთ. დღეისათვის იუვენტუსი იტალიის საუკეთესო კლუბია, რომლისთვისაც შეუძლებელი არაფერია. სწორედ ამიტომ სამშაბათს მინდორზე ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ”.

იები მომდევნო ეტაპზე 0-1-ზეც გადიან, მაგრამ ასე გარისკვა იტალიის მოქმედ ჩემპიონთან კარგს არავის არაფერს მოუტანს. სხვათაშორის გუშინ მათ შინაურ კედლებში სამპდორია დაამარცხეს ალესანდრო დიამანტის და მოჰამედ სალაჰის გოლებით. ჩელსიდან იჯარით აყვანილმა ნახევარმცველმა ფუნდამენტალური როლი ითამაშა იუვეს დამარცხებაშიც სათასო დაპირისპირებისას…

“ძლიერი მოთამაშე, რომ იყო ამაში ეჭვი არცერთ ჩვენგანს არ ეპარებოდა, მაგრამ ასეთ მოკლე დროში მსგავს ეფექტს თუ მოახდენდა ვერც კი ვიფიქრებდით. ყოველთვის რთულია წვიმიან ატმოსფეროში ნორმალური ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ საბედნიეროდ ფეხბურთელების ინდივიდუალურმა ოსტატობამ მორიგი სამი ქულა მოგვიტანა. ეხლა შეგვიძლია მშვიდად მოვემზადოთ მომდევნო მატჩისთვის”.
წყარო: football-italia

6 thoughts on “პრადე :”თანაბარი შანსები გვაქვს”

  1. ფიორესთან ენერგიული ტევესი გვჭირდება დააყენებს სასტავში ნეტა :boli: ემპოლისთან მგონი არავინ ელოდა ტევესისის ესეთ დაუღალავობას აი ფიორესთან რა სასტავით გავალთ აზრზე არ ვარ.ვიდალის ტრავმა ბოლობოლო სერიოზულია თუ არა :vaime:

  2. ______________________________________სტორარი______________________

    ლიხშტაინერი______________ბარძალი___________ბონუჩი__________ოგბონა

    _______________________სტურარო_______მარკიზიო_____ვიდალი________

    _________________პეპე__________მატრი___________მორატა__________

    ამ სასტავით პირველ ტაიმს 1-0ს მოვუგებთ და მეორეში ტევესი და პერეირა შემოშვას და 4-3-1-2ზე გადავეწყოთ

  3. თუ არ დაიკიდა ალეგიმ სასტავს დააყენებს და დამუხტავს ისე, რომ 0-2 ან 1-2 შესაძლებელია…

    მარა ოგბონა სტორარი პადოინი ლორენტე იქნება და მატრი პეპე და კაროჩე რა…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.