ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”მძიმე მატჩი გველის, თუმცა უკან არაფერზე დავიხევთ”

მასიმილიანო ალეგრი აცნობიერებს, თუ რაოდენ რთული იქნება ფლორენციაში წარმატების მიღწევა, თუმცა მისი მიზანი იტალიის თასის ფინალში ასპარეზობაა და საკუთარ შეგირდებს მაქსიმალური კონცენტრაციისკენ მოუწოდებს :“ფლორენციაში ასპარეზობა ადვილი არავისთვის არის, მითუმეტეს როდესაც იქ ქვეყნის ჩემპიონი ჩადის სიტუაცია კიდევ უფრო ცხელი ხდება. ამას დავურთოთ პირველი მატჩის შედეგი და დამეთანხმებით რთულ მდგომარეობაში ვართ. მონტელას კარგად ორგანიზებული და მრისხანე გუნდი ჰყავს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას და მაქსიმალურად შევეცდებით მომდევნო ეტაპზე გასვლას. გრძელი და დამღლელი მატჩი გველის, ამიტომ სასურველია თუ მოთმინებით მოვეკიდებით საქმეს. შეუძლია უბრალოდ ისე გათვალო თამაშის მანერი, რომ ან საწყის 10 წუთში შემოატრიალო მატჩის ბედი ან ბოლო წუთებზე იყო იმის იმედად, რომ მეტოქე დაიღალა. ეს თან მაშინ, როცა ფიორე აშკარად აღმავლობის გზაზეა და გუნდს პრაქტიკულად ყველაფერი გამოსდის”.

“შემადგენლობის მხრივ ბუნებრივია გარკვეული კონტურები გვაქვს შემოხაზული, მაგრამ უფრო დეტალურად ვარჯიშის შემდგომ ჩამოვყალიბდები. კარს სავარაუდოდ სტორარი დაიცავს, რადგან ჯიჯის დასვენების საშუალება მივეცი. საქმე როგორც ფიზიკურ ისე ფსიქოლოგიურ რეაბილიტირებასაც ეხება. ნახევარდაცვაში კვლავინდებურად ტრავმირებულთა ყველაზე დიდი რიცხვი გყავს, მაგრამ საბედნიეროდ მარკიზიო მზადაა მინდორზე გამოსასვლელად, ხოლო პირლო გუნდს უკვე ამ შეხვედრაში დაუბრუნდება. შესაძლოა ანდრეა არ არის იდეალურ ფიზიკურ კონდიციებში, თუმცა გყავდეს ახლოს ასეთი კალიბრის ფეხბურთელი უკვე უპირატესობაა. ტევესი? იგი მზად არის დაპირისპირებისთვის”.

“პირველ მატჩში რამდენიმე ტექნიკური შეცდომა დავუშვით. ერთ-ერთი ასეთი სალაჰის ეპიზოდში იყო, რომელიც ძალზე მიაგავდა დერბიში ბრუნო პერესის მომენტს. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალში ასეთი სახის შეცდომებს აღარ დავუშვებთ”.

ბიანკონერის თავკაცს ასევე ყბა დაღებულ თემაზე – ტაქტიკურ სქემაზეც დაუსვეს კითხვა..

“ოთხი მცველით ვითამაშებთ. სხვათაშორის წინაზე აქ ყოფნისას 3-5-2 ტაქტიკური სქემით ვიასპარეზეთ და ეს რეალურად სიურპრიზი უნდა ყოფილიყო მონტელასთვის, მაგრამ მან ეს იცოდა. გამოდის ვიღაცამ მას ეს ინფორმაცია მიაწოდა. ამიტომ ეხლა თავიდანვე გავხსნი კარტს და თქვენ, მასმედიის წარმომადგენლებს გეტყვით, რომ ოთხი მცველით ვითამაშებთ. დიახ, თქვენ შეგიძლიათ აიღოთ ფურცელი და კალამი, სმარტფონიდან უღოთ სურათები მატჩის პერიპეტიებს და ასე შემდეგ. ეს თქვენი საქმეა, ხოლო დანარჩენი სტრატეგიული სვლები უკვე მწვრთნელების. ამიტომაც, დავიტოვებ უფლებას და ღიად არ ვისაუბრებ ნახევარდაცვის და თავდასხმის განლაგებაზე”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

5 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nino gvimradze
9 years ago

ფორცა იუვე…ფორცა ალეგრი..2 გოლი გვინდადა კარები მშრალად… :forza:

juveboy-leo
9 years ago

savaraudod kavani pesejes datovebs am zapxuls ise midis saqme
hoda araa xelidan gasashvebi

dibalac tu davimatet gaasworebs mara aramgonia marotam orive moiyvanos

ise ra tavdasxma iqneba tevesi-kavani if if
lorente,matri movacilot

tevesi kavani dibala morata
ai winaxazic aseti unda
agarc zaza gvinda mere da agarc iasona :lool:

Giorgi kasrashvili
9 years ago

4-3-1-2

padoini ar damanaxo da win teves morataaaa

lasha naxucrishvili
9 years ago

აუ რა დაცინა ჟურნალისტებს :up:

Di Francesco # 1
9 years ago

სტორარი – ლიხშტაინერი ბარძალი კიელინი ოგბონა – მარკიზიო პირლო ვიდალი – პეპე მორატა ტევესი ეს სასტავი დააყენე

| Newsphere by AF themes.
5
0
Would love your thoughts, please comment.x