ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დიბალას საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება

დიბალას ირგვლივ სიტუაცია არ იცვლება. მიუხედავად იმისა, რომ ძამპარინი პრესასთან საუბარში უამრავი კლუბის დაინტერესებაზე საუბრობს არგენტინელის მისამართით, ჯერჯერობით ერთადერთ რეალურ გუნდათ იუვენტუსი რჩება. პალერმოს მესვეურებმაც უკვე ოფიციალურად დაადასტურეს კონტაქტი ტურინულ მხარესთან. აპენინური პრესის ინფორმაციით უახლოეს რამდენიმე დღეში ერთმანეთს მაურისიო ძამპარინი და ჯუზეპე მაროტა შეხვდებიან, სადაც საბოლოოდ გადაწყდება პაულო დიბალას ბედი. ძამპარინი ამ ტრანსფერს სხვა ფაქტორებთან ერთად იმიტომაც აჩქარებს, რომ ბოლო პერიოდში ახალგაზრდა ფორვარდი არცთუ ისე ფეერიულად ასპარეზობს, რაც ყოველ მომდევნო ტურში კიდევ უფრო აკლებს მის სატრანსფერო ღირებულებას და ზოგად მიმზიდველობას ტოპ კლუბების მხრიდან. სხვათაშორის თავად სამხრეთ ამერიკელ მოთამაშეს ძალზედ სურს იტალიის მოქმედ ჩემპიონთა რიგებში თამაში.

წყარო: tuttojuve

16 thoughts on “დიბალას საკითხი რამდენიმე დღეში გადაწყდება

  1. მე ბერარდს კი არა ძაძას ჯობიათქო მე ძაძაში ვერაფერს ვხედავ და მასში 15 ლიმონის გადაყრას ჯობია დაუმატოთ 10 და ეს ბიჭი ვიყიდოთ ბერარდი კიდე 2 წელი არ არი მოსაყვანი იუვეში ადრეა ჯერ და ბრუციანმაც იცის თავისი საქმე :forza:

    1. დიაბალასთავის რატო არაა ადრე? რა გაუკეთებია ჯერ? 13 გოლი მაჩანჩალა პალერმოდან? მაგაზე მეტი ლუკა ტონიმ შეაგდო უფრო მაჩანჩალა ვერონადან
      რო იცის თავის საქმე მიტო გეუბნები, კი იყიდა აგერ ბევრარდიც და ძაძაც, ამას კიდე არ იყიდის და ზუსტად აქ ჩანს რო მაროტამ მისი საქმე იცის

      1. 40 ლიმონად არ იყიდის მარა თუ დაუწია 25 თამდე უეჭველად იყიდის და დიდი იმედიც მაქ ძაძა კიდე ვიმედოვნებ იმობილეს გზას გადუგება რადგან არაფრით არ ჯობია მას და სანამ დროა კაი ფულად უნდა გაიყიდოს ბერარდის რაც შეეხება 2 წელში უნდა დაბრუნდეს როცა ტევესი წავა ამ ეტაპზე ტევესი უბრალოდ სკამს ახეხინებს და სხვა არაფერი ასე რო ჯობია იყოს საცაა ეს ბიჭი კიდე იმედია მოვა ძალიან გამოადგება იუვეს :forza:

          1. ეგეთები გაუკეთებია ბრუციანს :დ თან ამ ბიჭსაც უნდა ჩვენთან რამოდენიმე წყარომ დაწერა პახოდუ ვინმეს დაუთმობს ალბად ფასი რო დააგდოს ისე აბა 45 თად მეც არ მინდა ასე 25 ლიმონში უნდა დავითრიოდ უეჭველად ეს და ბერარდი სამომავლოდ საოცარ დუეტს შექმნიან და დიდ ისტორიას დაწერენ ბერარდის დაბრუნება კიდე სანამ ტევესი გვყავს უბრალოდ არ ღირს :forza:

    2. 25ზე მეტის გადახდა მართლა არ შეიძლება ამაში მიუხედავად იმისა რო ძაან მინდა იუვეში ეს ფეხბურთელი.ბოლობოლო პალერმოა რა ერთი ჩვეულებრივი გუნდი შეშლილი პრეზიდენტით რომელიც დაცინის ყველას.

  2. მასე მე დარწმუნებული ვარ რო მესი თუ ვიყიდეთ დიდ ისტორიას დაწერს იუვეში, თუ ვიყიდეთ კიარა ვინც ნაყიდი გვყავს ის დავაფასოთ ჯერ, არ არსებობს ერთი მიზეზიც რითაც ეს ბერარდის ჯობდეს, ბერარდი არის ფეხბურთელი რომელმაც სერი ა_ს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდამ (19 წლის) გაიტანა ყველაზე მეტი გოლი (16) ეს შედეგი შევიდა ისტორიაში და კაი ხანი დარჩება, რეალურად ვინც წერს ისტორიას თქვენ ის არ მოგწონთ იმიტორო იტალიელია და არგენტინელ ვიღაცა ღლაპზე იძახით ისტორიას დაწერსო, ისტორია უკვე დაწერა ბერარდიმ და კიდე გააგრძელებს იუვეში

  3. 20 წლის მარჯვენა ფლანგის შემტევ ბერარდის სერია ა_ში 53 თამაშში 25 გოლი აქ გატანილი

    21 წლის ცენტრფორვარდ დიაბალას სერია ა_ში 55 თამაში აქ ჩატარებული და 16 გოლი აქ გატანილია

    ბრმა თუ არ ხარ კაი ამ ორს შორის დიდ სხვაობას უნდა ხედავდე, მოედანზე ნაჩვენები თამაშიაც და სტატისტიკითაც

  4. 2425 წუთში 13 გოლი გაიტანა ამან და ბელოტიმ 918 წუთში 5 გოლი, ზუსტად იმდენჯერ მეტი გოლი აქ გატანილი რამდენჯერ მეტი სათამაშო დროც აქ, ბელოტი რო იყოს არგენტინელი და დიაბალა იტალიელი პიქრიქით იქნებოდა, ბელოტის მეტი სათამაშო დრო ექნებოდა

  5. ამას დაჟე ბელოტიც ჯობია, უბრალოდ ბელოტის შანსს არ აძლევენ თუარა იგივე სათამაშო დრო რო ქონდეს ამაზე მეტს გაიტანდა

  6. ჩემი მოკრძალებული აზრით ეს სრულფასოვნად შეცვლის ტევესს და დიდხანს ითამაშებს იუვეში 10 ნომრით თუ იყიდეს რათქმაუნდა,მაროტა როგორც ჩანს ბოლო დროს შეცდომებს არ უშვებს სატრანსფერო ბაზარზე,თავიდან სერიოზულად ვლაძღავდი იუვეს სატრანსფერო პოლიტიკას მარა დავრწმუნდი რო დიდი ფულის ყრით შედეგი არ მოდის და ამის ერთ-ერთი დასტურია უფასოდ და იაფად ნაყიდი ჩვენი ფეხბურთელები ტევესი,პირლო,პოგბა,ვიდალი, თუნდაც პერეირა და ძვირათ დაფასებული იტურბე,კუადრადო და ეგეთები კიდე ბევრი რომლებიც არ იყიდეს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.