ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მზადება მატჩისთვის და სავარაუდო შემადგენლობა

მძიმე მატჩი ელის მასიმილიანო ალეგრის, რომელსაც შინაურ კედლებში განცდილი მარცხი კიდევ უფრო რთულს ხდნის მიზნის მიღწევას. 1-2 იძულებულს ხდის შეტევაზე ორიენტირებული ტაქტიკა და შემადგენლობა დააყენებინოს ბიანკონერთა თავკაცს. ჟურნალისტებთან საუბარში მწვრთნელმა ოთხ მცველიანი ტაქტიკა ახსენა, მაგრამ არ დაუზუსტებია იქნება ეს 4-3-1-2 თუ 4-3-3… მასმედიის წარმომადგენლები კი უფრო მეორე მხარეს იხრებიან და ტევესი-მორატას დუეტს წინა ხაზში სიმონე პეპეს ახმარებენ. ნახევარდაცვაში სიტუაცია ყველაზე ბუნდოვნად გამოიყურება. პირლო და პოგბა არ არიან მზად, თუმცა ფრანგისგან განსხვავებით ანდრეა სავარაუდოდ გრძელვადიანი შესვენების შემდეგ პირველად გამოჩნდება სათადარიგოთა სკამზე. მარკიზიომ მართალია ივარჯიშა გუშინ სრული დატვირთვით, თუმცა რამდენად არის 100%-ით მზად მატჩისთვის ეს არავინ იცის და არ არის გამორიცხული მისი ადგილი სტეფანო სტურარომ დაიკავოს, რომელსაც პარტნიორობას ცენტრში რობერტო პერეირა და არტურო ვიდალი გაუწევენ. დაცვის ხაზში ჯორჯო კიელინის ან ბონუჩი დაეხმარება ან ბარძალი. ფლანგები თითქოს უცვლელია – ლიხტშტაინერი და ევრა…

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციიდან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია გუნდი პირველსავე წამებზე მიაწყდეს ფლორენციელთა კარს, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ორი ბურთი აქვს გასატანი. სავარაუდოდ, ტურინელები ეტაპობრივად გაუყვებიან მწვრთნელის გეგმას და შეეცდებიან მეტოქის მიჯაჭვებას მის ნახევარზე. ფაქტია, ორივე გუნდის გულშემატკივრებს საკმაოდ სანახაობრივი და დაძაბული მატჩი ელით. მონტელა თავის მხრივ საუკეთესო შემადგენლობის დაყენებას აპირებს. კარს ნეტო დაიცავს, ფლანგებზე მიკა რიჩარდსი გამოჩნდება, ხოლო თავდასხმის ტრიოს სალაჰი, ხუაკინი და გომესი შეადგენენ…

სავარაუდო შემადგენლობები:

“იუვენტუსი”: სტორარი, ლიხტშტაინერი, ბონუჩი, კიელინი, ევრა, სტურარო, ვიდალი, პერეირა, პეპე, მორატა, ტევესი

“ფიორენტინა”: ნეტო, რიჩარდსი, ბასტანტა, გონსალო როდრიგესი, ალონსო, ბორხა ვალერო, აკუილანი, მატი ფერნანდესი, ხუაკინი, სალაჰი, გომესი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
simoni chigladze
9 years ago

:forza:

nino gvimradze
9 years ago

:juvee:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x