ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მონტელა :”გამორჩეულ კლუბთან მოგვიწევს დაპირისპირება”

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენციის შემდეგ, ჟურნალისტების ყურადღების ქვეშ ფლორენციელთა თავკაცი ვინჩენცო მონტელა მოხვდა: “ალეგრიმ ტაქტიკური სქემა გამანდო? სასიამოვნოა ასეთი ჟესტი, თუმცა დამატებითი ნიუანსები უკვე უშუალოდ მატჩის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი. ერთია ფურცელზე დაწერილი და მეორეა საქმეში ნანახი. საერთოდაც, ვფიქრობ, რომ გულშემატკივრებს კარგი, ლაღი და გახსნილი თამაში ელოდებათ. რეალურად ძლიერ მეტოქესთან გვიწევს დაპირისპირება, რომელსაც არანაირი პრობლემა არა აქვს მენტალური კუთხით და როგორც შინაურ კედლებშია ძლიერი, არანაკლებია სტუმრადაც. ერთი სიტყვით წინ, ცხელი 90 წუთი გველის”.

“მარკიზიო? გავეცანი ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კლაუდიოს სრული დატვირთვით უვარჯიშია და ვფიქრობ, ხვალინდელ მატჩში ჩვენ ვიხილავთ მას მინდორზე. უდაოდ, საინტერესო მახასიათებლების მქონე ნახევარმცველია და ტურინელთათვის მნიშვნელოვან ფიგურას წამოარდგენს. არსებობს თუ არა რაიმე საერთო ჩემს გუნდსა და იუვეს შორის? ამ კითხვაზე გამიჭირდება პასუხის გაცემა. მთავარია ბოლომდე ბრძოლა და სწრაფვა გამარჯვებისკენ. მთავარია, რომ კონცენტრაცია არ დავკარგოთ და არ ავყვეთ ვნებათაღელვას. ბევრს საუბრობენ სტუმრად მოპოვებულ უპირატესობაზე, მაგრამ მსურს თითოეული ადამიანი დავარწმუნო, რომ დღევანდელ იუვესთან ამას უკვე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მითუმეტეს როცა ასეთ მრისხანე მეტოქეს დასაკარგი არაფერი ექნება”.

“სალაჰი? იცით, მიუხედავად მისი მაღალი საშემსრულებლო კლასისა ჩემი გუნდი ერთიანი კოლექტივია და ერთეულ პერსონებზე ვერ იქნება დამოკიდებული. ამისი ნათელი მაგალითია კუადრადოს წასვლა ლონდონში. რას ველით ტურინელებისგან? რა თქმა უნდა აგრესიულ თამაშს, რადგან როგორც უკვე გითხარით ალეგრის გუნდს დასაკარგი არაფერი აქვს და თუ მათ მრავალფეროვან არჩევანს შევხედავთ თავდასხმის ხაზში, ვფიქრობ ჩვენ დიდი ოფლის ღვრა მოგვიწევს სასურველი შედეგის მისაღწევად”.

“შემადგენლობის მხრივ საბოლოოდ არ ჩამოვყალიბებულვარ. პისარო კვლავინდებურად ინდივიდუალური პროგრამით განაგრძობს მზადებას. გომესი? იგი ჩვენთვის დიდ ძალას წარმოადგენს, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი არიან ბაბაკარიც და ჯილარდინოც. მსურს უკლებლივ ყველა მოთამაშეს რაც შეიძლება კარგი ფიზიკური კონდიციები შევუნარჩუნო. სწორედ ასე შევინარჩუნებთ მაღალ ხარისხს და კონკურენტუნარიანობას. რაც შეეხება ჯუზეპე როსის, მისი დაბრუნების თარიღზე ვერაფერს მოგახსენებთ”.

 

წყარო: tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

8 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
nino gvimradze
9 years ago

ჯერ შანსი არაა ეს შემადგენლობა დააყენოს, რადგან ალეგრი სულ იმეორებს, რომ თსი პრიორიტეტიაო..მერე…რომ არა კლუბის მფლობელებს შორის არსებული აძაბულობა, ფიორე კაი სიმპატიური გუნდი იქნებოდა… ;) ისე მონტელა მართლაც სერიოზული და ღირსეული ტიპია, ზედმეტი სადმე ეთქვას და დაეწეროს მე არ მახსოვს…ნუ ხვალ წააგებს,,, ეს ცხადია :juvee:

juveboy-leo
9 years ago

ise aq ra shuashia mara Laciom ra akrifa seria a_shi
bolo 7 tamashidan yvela moigo da 17-2 ze aqvs burtebi
sagol qebas imsaxureben romaelebi
ar mojda mshvenivrad mesameze da moitova qindzi napoli. . .
kiarada ar gamikvirdeba romasac gadaaswron
ai tu ase iares romastan kvaldakval derbi dela kapitale iqneba deda shvils ro ar aiyvans. . .
ise 4 gundi mainc gadaiodes ligaze fiorec magar xodzea

forza bianconeri
9 years ago
Reply to  juveboy-leo

ცოტა ხანში ჩვენ გვხდებიან გაგვიჭირდება

juveboy-leo
9 years ago

juve-lacio?
nu es is momentia roca mdzime brdzolashi mara mainc movigebt
:forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

ევროპა ლიგა უნდა გაგახსენოთ

d a v i d
9 years ago

——————————სტორარი————————

ლიხტა———-ბონუჩი————კილინი————-დე ჩელიე-

————ვიდალი———-მარკიზიო——-სტურარო———–

——————–პეპე———-ტევესი———————–

————————–მორატა—————————–

Di Francesco # 1
9 years ago
Reply to  d a v i d

დე ჩელიეს მაგივრად ევრაა და მარკიზიოს მაგივრად პერეირა

valeri elisabedashvili
Reply to  d a v i d

რა სტორარი პეპე დეჩEლია თუ ძმა ხარრ ეგენი რო გყვავდა იმიტო ამოგვტენეს

| Newsphere by AF themes.
8
0
Would love your thoughts, please comment.x