ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომულო მალე დაუბრუნდება გუნდს

ვერონაში წარმატებული სეზონის შემდეგ, რომულომ ძალების მოსინჯვა ტურინულ გრანდში სცადა, თუმცა მისდა სამწუხაროდ ტრავმებმა ამის საშუალება პრაქტიკულად არ მისცა. იტალო/ბრაზიელი სულ რამოდენიმეჯერ გამოჩნდა მინდორზე ბიანკონერის მაისურით. თუმცა, როგორც ჩანს შავი დღეები უკან დარჩა და ფეხბურთელი სულ მალე სრული დატვირთვით დაიწყებს მომზადებას ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე და სეზონის მნიშვნელოვან ნაწილზე ეცდება სარგებლის მოტანას გუნდისთვის. თუ გავითვალისწინებთ საკადრო პრობლემებს, რომელიც ალეგრის გუნდს შეექმნა ნახევარდაცვის ზონაში, რომულოს მწყობრში ჩადგომა ურიგო ნამდვილად არ იქნება. პოზიციურად მას შუა ხაზში ნებისმიერ ადგილას შეუძლია თამაში და საჭიროებისამებრ მარჯვენა ფლანგზე დაცვაშიც დაეხმარება თანაგუნდელებს. რომულო არენდის წესით არის გაფორმებული და როგორც აპენინური პრესა იუწყება, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სეზონის ბოლოს მაროტამ იგი სრულად გამოისყიდოს ვერონადან.

წყარო: tuttojuve

1 thought on “რომულო მალე დაუბრუნდება გუნდს

  1. აი უიღბლობაც ამას ქვია საოცრად არ გაუმართლა ასეთი დონის გუნდში რო გადახვალ და თავიდანვე ტრავმას იღებ :boli: საიდან დაასკვნა ზოგმა რო ეს არაა იუვეს დონის პრაქტიკულად არც გვინახავს ამის თამაში იუვეში.ტრავმის შემდეგ როგორი დაბრუნდება აი ეგ უკვე სხვა საკითხია :euf: .

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.