ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტურარო :”ჩემპიონების გვერდით თამაში საოცარი გრძნობაა”

სტეფანო სტურაროს განცხადებით იგი თამაშიდან თამაშამდე პროგრესირებს, რასაც ამტკიცებს კიდევაც საკუთარი ასპარეზობის ბიანკონერის შუახაზში. ემპოლისთან მატჩში იგი კლაუდიო მარკიზიოს პოზიციაზე ასპარეზობდა და უნდა ითქვას, დაკისრებულ მოვალეობას თავი კარგად გაართვა :“ჩემპიონების გვერდით ასპარეზობა ყოველთვის სასიამოვნოა და საქმეც უფრო იოლი გასაკეთებელი ხდება. თავიდანვე თბილად დამხვდნენ და ადაპტაცია თვალსა და ხელს შუა გავიარე. საკუთარ თავზე გამიჭირდება საუბარი და შეფასებაც სხვისთვის მიმინდია. მთავარია, რომ ყოველმა ჩვენთაგანმა იცის თუ რა უნდა გააკეთოს ამა თუ იმ ეპიზოდში”.

შემდგომ 21 წლამდელთა აძურის წევრმა მეტოქის ასპარეზობაზეც ისაუბრა:

“ემპოლის კარგად ორგანიზებული, სწრაფი და ბურთის შესანიშნავი კონტროლით დაჯილდოებული მახასიათებლები აქვს. მეორე ნახევარში მათ არა ერთი თავისტკივილი შეგვიქმნეს, მაგრამ საბედნიეროდ მოვახერხეთ მეორე ბურთის გატანა და სასურველი შედეგის დაფიქსირება”.

სტურარომ იმ ინციდენტზე ისაუბრა რუგანისთან, რომელმაც საბოლოო ჯამში კარლოს ტევესის გოლი გამოიწვია:

“ვფიქრობ, მსაჯს ყველანაირი უფლება ჰქონდა ეს ეპიზოდი შეეფასებინა, როგორც მიზან მიმართულ გადაცემად მეკარისთვის. წნეხის ქვეშ მყავდა რუგანი და მათმა მეკარემ დაუშვა შეცდომა, როდესაც მცველის მიერ მიწოდებული ბურთი ხელებში დააფიქსირა”.

 

წყარო:  Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x