ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”ტევესი კარგად გრძნობს თავს”

მანამ სანამ ტურინული გრანდი ფლორენციულ “ფიორენტინას” სტუმრად 3-0-ს დაამარცხებდა, ჟურნალისტები ჯუზეპე მაროტას გაესაუბრნენ. ბუნებრივია მთავარი კითხვა ტევესის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, რომელმაც უშუალოდ მატჩის წინ მცირე დისკომფორტი იგრძნო მარჯვენა ბარძაყის არეში :”უპირველეს ყოვლისა, მსურს დავამშვიდო გულშემატკივარი, რადგან კარლოს არაფერი სერიოზული არ ჭირს. იგი ხვალ უკვე მთლიან ჯგუფთან ერთად გააგრძელებს მომზადებას და ნამდვილად იასპარეზებს მონაკოს წინააღმდეგ. უბრალოდ ამ ეტაპზე ვარჩიეთ არ გაგვერისკა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მას მცირე დასვენების საშუალება მივეცით. პირლო განაგრძობს სარეაბილიტაციო პროგრამით მუშაობას. მისი მდგომარეობა უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შეფასდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეეძლება თუ არა ჩემპიონთა ლიგის პირველ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება. უკიდურეს შემთხვევაში იგი საპასუხო მატჩისთვის იქნება მზად. მძიმე შეხვედრა გველის ფლორენციაში, მაგრამ გუნდის იმედი მაქვს. მატრი? დიახ, ჩემი ინფორმაციით სასტარტოში იგი იქნება. როგორც ალესანდრო ასევე ნებისმიერი ტურინში მოთამაშე ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებს საკუთარი მახასიათებლებით ჩვენს გუნდში ყოფნას”.

წყარო: tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
giorgi nefaridz
9 years ago

პარმასთანაც დაასვენოს ტევესი და პირლო, მარკიზიოსაც თუ გაიყვანს 2 ტაიმიდან კარჰგი იქნება :forza:

DeL_PieRoOo
9 years ago

ასეთი ძნელია ვიდეო მიმოხილვის დადება საიტზე ::: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak: :chuvak:

9 years ago

ეხლა ვნახე ანგარიში და ვერ ვხვდები რა ჭირს გუნდს :lool: :lool: :lool: ჯიჯის ოცნება ახდეს რა :love: :love:

Gio Darja
9 years ago

გამოიგონეს ტევესის მიკროტრავმა დღეს თან ეგრევე თქვეს რო ლიგაზე იქნებაო განგაში რომ არ ატეხილიყო, მშვენიერია, ბუფონის, პირლოს, პოგბასა და ტევესის გარეშე გავანადგურეთ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე )) ფორმის პიკს საჭირო დროს ვუახლოვდებით <3

Di Francesco # 1
9 years ago

პერირა მაგარ ფორმაში შედის, ვიდალიც იბრუნებს ძველ ფორმას, მორატა ვისაც არ ეზარება ყველას ათრევს, ტევსმა დაიწყო გოლების გატანა, მარკიზიო რა ფორმაშიცაა კი ვხედავთ, ევრაც არი სტაბილურად რაც მთავარია მონდომებულია და გულიანათ თამაშობს, ლიხშტაინერი სულ კაია, ბონუჩი უკვე ლიდერია დაცვის და კიელინმაც დღეს გამოაჩინა რო ძველებურად გიჟია :chuvak: ბუფონი ბუფონია

___________________________________ბუფონი_________________________

ლიხშტაინერი_____________ბონუჩი______________კიელინი_________ევრა

__________________მარკიზიო__________პირლო_________ვიდალი______

___________________________________პერეირა_______________________

__________________________ტევესი__________მორატა______________

ფილანში ამ სასტავით ვიწყებთ, მეორე ტაიმში ბარძალი შემოდის და 3-5-2ზე გადავდივართ და ვინარჩუნებთ ანგარიშს ბავარია რო შემოგვიტევს :chuvak:

jano zosishvili
9 years ago

წელს ბუფონის ოცნება უნდა ახდეს…. :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

კარგია ტევესის ამბავი.ჩემი აზრით პირლოს არაფერიც არ ჭირს ინახავენ ლიგისთვის.

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x