ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პერეირა :”პროდუქტიულად თამაში თითოეულ ჩვენთაგანს შეუძლია”

ორი გატანილი ბურთი, ორ უკანასკნელ შეხვედრაში, თუმცა ეს შემთხვევით არ მომხდარა. ემპოლისთანაც და ფლორენციელებთან დაპირისპირებებში, არგენტინელ მას შემდეგ იჩენდა თავს, როდესაც მეკარეები ვერ ახერხებდნენ ბურთის დაფიქსირებას. ეს კი მიუთითებს იმაზე, რომ პერეირა შესანიშნავად აფასებს სიტუაციას და ზუსტად იქ ჩნდება სადაც საჭიროა. და არა მარტო იგი. მის თანაგუნდელებსაც კარგად ეხერხებათ ეს ყოველივე და მიუხედავად იმისა, რომ დანაკარგი პირლოს, პოგბას და ტევესის სახით საკმაოდ თვალშისაცემი იყო. ფიორენტინა განადგურებულია და შედეგად ბიანკონერი იტალიის თასის ფინალში გავიდა: “თამაში ნებისმიერს შეუძლია, რადგან ეს ძლიერი გუნდია და ჩვენ ამის დემონსტირირება ისეთ რთულ არენაზე მოვახდინეთ როგორიც ფლორენციაშია. კარგად მოვემზადეთ მატჩისთვის და სასურველ შედეგსაც მივაღწიეთ”.

დორტმუნდის დამარცხების შემდეგ, ისეთი შეგრძნება დარჩება გულშემატკივარს, რომ გუნდი თითქოს განვითარების ახალ ეტაპზე ავიდა:

“ვფიქრობ, გერმანელებთან მატჩამდეც არა ერთხელ დავამტკიცეთ, რომ ანგარიშგასაწევი ძალა ვართ. ალეგრის დამსახურებით, როგორც ხედავთ წვრთნები მაქსიმალურად ეფექტურია. ჩემპიონთა ლიგა? უმჯობესია შეყოვნდეთ ამ თემაზე სალაპარაკოდ, რადგან წინ პარმასთან გვიწევს მატჩი”.

წყარო: TuttoJuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x