ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა :”ტევესი კარგად გრძნობს თავს”

მანამ სანამ ტურინული გრანდი ფლორენციულ “ფიორენტინას” სტუმრად 3-0-ს დაამარცხებდა, ჟურნალისტები ჯუზეპე მაროტას გაესაუბრნენ. ბუნებრივია მთავარი კითხვა ტევესის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხებოდა, რომელმაც უშუალოდ მატჩის წინ მცირე დისკომფორტი იგრძნო მარჯვენა ბარძაყის არეში :”უპირველეს ყოვლისა, მსურს დავამშვიდო გულშემატკივარი, რადგან კარლოს არაფერი სერიოზული არ ჭირს. იგი ხვალ უკვე მთლიან ჯგუფთან ერთად გააგრძელებს მომზადებას და ნამდვილად იასპარეზებს მონაკოს წინააღმდეგ. უბრალოდ ამ ეტაპზე ვარჩიეთ არ გაგვერისკა ფეხბურთელის ჯანმრთელობის მდგომარეობით და მას მცირე დასვენების საშუალება მივეცით. პირლო განაგრძობს სარეაბილიტაციო პროგრამით მუშაობას. მისი მდგომარეობა უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ შეფასდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი შეეძლება თუ არა ჩემპიონთა ლიგის პირველ დაპირისპირებაში მონაწილეობის მიღება. უკიდურეს შემთხვევაში იგი საპასუხო მატჩისთვის იქნება მზად. მძიმე შეხვედრა გველის ფლორენციაში, მაგრამ გუნდის იმედი მაქვს. მატრი? დიახ, ჩემი ინფორმაციით სასტარტოში იგი იქნება. როგორც ალესანდრო ასევე ნებისმიერი ტურინში მოთამაშე ფეხბურთელი ნამდვილად იმსახურებს საკუთარი მახასიათებლებით ჩვენს გუნდში ყოფნას”.

წყარო: tuttosport

7 thoughts on “მაროტა :”ტევესი კარგად გრძნობს თავს”

  1. გამოიგონეს ტევესის მიკროტრავმა დღეს თან ეგრევე თქვეს რო ლიგაზე იქნებაო განგაში რომ არ ატეხილიყო, მშვენიერია, ბუფონის, პირლოს, პოგბასა და ტევესის გარეშე გავანადგურეთ ერთ-ერთი ყველაზე უხერხული მეტოქე )) ფორმის პიკს საჭირო დროს ვუახლოვდებით <3

  2. პერირა მაგარ ფორმაში შედის, ვიდალიც იბრუნებს ძველ ფორმას, მორატა ვისაც არ ეზარება ყველას ათრევს, ტევსმა დაიწყო გოლების გატანა, მარკიზიო რა ფორმაშიცაა კი ვხედავთ, ევრაც არი სტაბილურად რაც მთავარია მონდომებულია და გულიანათ თამაშობს, ლიხშტაინერი სულ კაია, ბონუჩი უკვე ლიდერია დაცვის და კიელინმაც დღეს გამოაჩინა რო ძველებურად გიჟია :chuvak: ბუფონი ბუფონია

    ___________________________________ბუფონი_________________________

    ლიხშტაინერი_____________ბონუჩი______________კიელინი_________ევრა

    __________________მარკიზიო__________პირლო_________ვიდალი______

    ___________________________________პერეირა_______________________

    __________________________ტევესი__________მორატა______________

    ფილანში ამ სასტავით ვიწყებთ, მეორე ტაიმში ბარძალი შემოდის და 3-5-2ზე გადავდივართ და ვინარჩუნებთ ანგარიშს ბავარია რო შემოგვიტევს :chuvak:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.