ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რობერტო პერეირა – არგენტინელი ტალანტი..

ზაფხულში უდინეზედან არენდის წესით მოყვანილი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი, საკმაოდ მოკრძალებულად წარადგინეს და ჟურნალისტებთანაც ძირითადათ იმაზე საუბრობდა, რომ მისი ცხოვრების ოცნება ახდა იუვეში მოსვლით. გადის გარკვეული ხანი და რობერტო პერეირა მინდორზე ამტკიცებს საკუთარ ნიჭს. ფეხბურთელმა უმოკლეს პერიოდში გაიარა ადაპტაციის პერიოდი და ალეგრი უფრო ხშირად და ხშირად ენდობოდა. ასევე ენდო ფლორენციელებთანაც და მას მწვრთნელისთვის იმედები არ გაუცრუებია.

რამდენიმე ხნის წინ ალეგრიმ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ რობერტოს უფრო უკეთაც შეუძლია თამაშია და გოლების გატანაც. ცოტახანში იგი ემპოლისთან იჩენს თავს და მის მომდევნო დაპირისპირებაშიც და საერთოდაც მოედანზე ტრეკუარტისტას პოზიციასაც მშვენივრად ითავსებს. მისი წარმატებული ასპარეზობა არც ნაკრებს თავკაცს გამორჩენია და კარლოს ტევესთან ერთად, მეორე იუვენტინო მიიწვია ძირითად გუნდში. როგორც ჩანს მასიმილიანო ალეგრიმ ნახევარმცველში, ზუსტად დაინახა გამორჩეული თვისებები და სწორმა მუშაობამ მალევე გამოიღო დივიდენტები.

დღის წესრიგში დგება რობერტოს გამოსყიდვის საკითხი, რომელიც ეხლა უკვე პრინციპში აღარანაირ კითხვებს არ ბადებს. ბუნებრივია მწვრთნელიც და ხელმძღვანელობაც ამ ნაბიჯს და ინვესტიციას გამართლებულად მიიჩნევს, რადგან რობერტოში არსებული მახასიათებლები მეტი პროგრესირების იმედს ჰბადებს მათში. და მართლაც, იგი მშვენივრად ერგება ნახევარდაცვაში ნებისმიერ პოზიციას და პროდუქტიულია თითოეულ მონაკვეთზე. უდინური კლუბის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ პერეირას სახით ბრწყინვალე ფეხბურთელი აჩუქეს იუვეს და შემდეგ უკვე დანარჩენ საფეხბურთო სამყაროს.
წყარო: tuttojuve

4 thoughts on “რობერტო პერეირა – არგენტინელი ტალანტი..

  1. თავის საქმეს შესანიშნავად ასრულებს.თავიდან იყო საშინელება ეხლა კიდე პირიქით.საზაფხულო ტრანსფერებზე ამაზეც ერთი ამბავი ატყდება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.