ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტრეზეგოლი დაუბრუნდა შავ-თეთრ ოჯახს!

ტრეზეგოლი ისევ ჩვენთანაა! ფრანგი გოლეადორი კვლავ ტურინშია, რათა შეუერთდეს დიდ შავ-თეთრ ოჯახს და გახდეს ელჩი მსოფლიოს მაშტაბით, თუმცა მანამდე იგი Juventus Legends-ის პრეზიდენტის საპატიო პოსტს დაიკავებს. რამდენიმე თვის წინ, არგენტინაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ დავიდი მალე დაასრულებდა საფეხბურთო კარიერას. მცირე თავგადასავალის შემდეგ, ტრეზეგე დაბრუნდა იქ სადაც ახსოვთ და უყვართ იმ აუარება გოლების გამო, რომელიც მან შავ-თეთრი მაისურით გაიტანა 10 სეზონის მანძილზე. სულ რაღაც 4 წლის წინ დაემშვიდობა ტიფოზებს თავდამსხმელი – 2010 წლის 28 აგვისტო.. მან 320 შეხვედრაში 171 ბურთის გატანა მოახერხა. 37 წლის ასაკში კი გადაწყვიტა დაესრულებინა პროფესიონალური კარიერა. მაგრამ ისტორია ამით არ დასრულებულა. ფრანგი ერთი წლის უკან დაბრუნდა ტურინში სადაც უსაზღვროდ თბილი დახვედრა მოუწყვეს. გადის გარკვეული ხანი და პრეზიდენტი ანდრეა ანიელი მას შავ-თეთრ ოჯახში დაბრუნებას სთავაზობს, რაზეც ტრეზეგე ბუნებრივია თანხმდება. პირველად Juventus Legends-ს იაპონელი ტიფოზები იხილავენ. სხვათაშორის საპატიო ელჩის სტატუსით ტრეზეგოლი აქ უკვე იმყოფებოდა ცოტახნის წინ.

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

2 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
soso_targamadze
9 years ago

როგორ მევასებაა ტრეზეგეე :up: :love:

forza bianconeri
9 years ago

საოცრება იყო ეს კაცი :love: :love: :forza:

| Newsphere by AF themes.
2
0
Would love your thoughts, please comment.x