ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბრავო მაქს!

პესიზმიდან – ოპტიმიზმისკენ.. არსებობდა შიში, რომ გუნდი დარჩებოდა ყველაფრის გარეშე და ეხლა დაიბადა იმედი, რომ სეზონის ბოლოს ყველა ტიტულს დავეპატრონებით.. დიახ, ზაფხულში კონტეს წასვლა იყო ალბათ ისეთივე ტრაგედია ბიანკონერის ტიფოზერიისთვის, როგორც ინფორმაცია კალჩიოპოლის საკითხზე და სერია ბ.. დამატებითი აურზაური ალეგრის მოსვლამ გამოიწვია, რომელიც არა სასურველ პერსონად მიიჩნია იუვეს გულშემატკივარმა და რა სახის შუერაწყოფა არ მიაყენა ცალკე ხელმძღვანელობას და ცალკე მთავარ მწვრთნელს. რა ხდება ამ დროს? ალეგრი ინარჩუნებს სიმშვიდეს და იგივეს მოუწოდებს საკუთარ ფეხბურთელებს. პირველ რიგში მან შიდა სამზარეულოში დაარეგულირა სიტუაცია და გუნდი უცვლელი სახით შეინარჩუნა. არადა კონტეს წასვლამ კინაღამ რამდენიმე წამყვანი მოთამაშის წასვლაც კი გამოიწვია!

დაიწყო სეზონი და თითქოს სათამაშო მახასიათებლებში შეცვლილი არაფერია. იგივე სახეები, იგივე ტაქტიკა, იგივე თამაშის მანერა. წარმატებას კი აღწევდა გუნდი, მაგრამ დაიწყეს ლაპარაკი რომ იუვე კონტეს ინერციით მიდის და ასე დიდხანს არ გასტანს. მერე იყო მარცხი ჯენოასთან, ფრე ფლორენციაში და უკვე მდევრებიც ახლოს იყვნენ. რომა და ნაპოლი კარგ ფეხბურთს თამაშობდნენ და თითქოს უნდა დასრულებულიყო ბიანკონერის ჰეგემონია..

და რა ხდება ამ დროს? ალეგრი ეტაპობრივად ცვლის გუნდის სათამაშო ფილოსოფიას, აქტიურად ამუშავებს 4 მცველიან ტაქტიკაზე გადასვლას და როდესაც ჩათვალა, რომ ფეხბურთელები უკვე მზად არიან, სწორედ მაშინ ჩართო “ტურბო”.. განსხვავებულ სტილში ათამაშებული გუნდი გეგმაზომიერად მიუყვებოდა მწვრთნელის მითითებებს და შედეგად მან 14 ქულით გაასწრო უახლოეს მდევრებს, გავიდა იტალიის თასის ფინალში და სულმოუთმენლად ელის ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალურ დაპირისპირებას.

დღევანდელი გუნდის და კონტეს გუნდის განსხვავება არის პირველ რიგში სიმშვიდეში.. ალეგრი მუდამ იგივეს იმეორეობს: “შევინარჩუნოთ სიმშვიდე და ჩვენ შევძლებთ გამარჯვებას”.. დიახ, იგი ინარჩუნებს და შედეგიც სახეზეა. ფეხბურთელებმა ისწავლეს კლასის ხარჯზე შედეგის მიღწევა და სწორედ დაზოგილი ენერგიის უპირატესობით გახდა შესაძლებელი სეზონის დასკვნითი ნაწილის მაღალ ნოტაზე ჩატარება. ის რაც ფლორენციაში მოხდა არ იყო შემთხვევითი. ფეხბურთელები ტაქტიკურადაც უკეთ ჩანან მომზადებულნი და ფიზიკურადაც. ეს კი თუ არა მწვრთნელის აბა ვისი დამსახურება იქნება?

დაველოდოთ სეზონის იმ ნაწილს, რომელსაც ბოლოს როდის ვუყურებდით ასე ოპტიმისტურად აღარც კი მახსოვს. ისე სხვათაშორის, სწორედ ამან განაპირობა ალეგრის მიმართ გულშემატკივრების კეთილგანწყობა. ზედიზედ სამჯერ მოპოვებული შთამბეჭდავი სკუდეტოს მერე კონტეს ეპოქაში, ტიფოზებს მხოლოდ სერია ა-ში ჩატარებული მატჩებით და თუნდაც მოგებით გულს ვერ მოულბობდი. ეს ალეგრისაც კარგად ესმოდა და იგი მშვიდად, ეტაპობრივად და გეგმაზომიერად მიუყვებოდა მიზანს. იგი არ დაფრინავს ღრუბლებში და არც ფეხბურთელებს აძლევს ამის საშუალებას. მაღალი პროფესიონალიზმით და სწრაფვით დიდი მიზნებისკენ ყველაფერი შესაძლებელია. ეს არის ალეგრის ფილოსოფია და ჯერჯერობით გუნდი პროგრესირებს, როგორც თამაშით ასევე შედეგითაც..

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

15 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

ალეგრი მაგრად გაიზარდა! გამოიწრთო!!! ეს ალეგრის კარიერის სეზონია იმედია მინიმუმ დუბლით დავასრულებთ და ვინ იცის კიდე რა ხდება წინ ;) :italy: :juventus: :juvee: :forza:

nino gvimradze
9 years ago

ალეგრის ცოდნა იქიდანაც ჩანს , რომ მან არ დაიწყო “ახალი ამერიკის” აღმოჩენა და მიყვა ძველ გზას (ერთგავარად) და თავის ჭკუაზე მოიყვანა შემდეგ გუნდი..ბიჭებიც აყვნენ…მეტი რაღ გვინდა ჩვენ..გულშემატკივარს..ისე მე პირადად ჩამოთვლილი კანდიდატებიდან, ვინც მაშნ კონტეს შემცვლელად სახელდებოდა მასზე რატომღც ყველაზე ნაკლები ხარისხით მქონდა უარყოფითი დამოკიდებულება..წითელი მანჩინის და დანარჩენებს და ალეგრის ხსენებაზე ვჩუმდებოდი ხოლმე… ალბათ გული მიგრძნობდა… :) :)

snuff-juve
9 years ago

ალეგრის ყველაზე დიდი პლიუსი იყო რო არ დაივიწყა ძველი მწვრთნელის ტაქტიკა ამას დააატა თავისი ახალი იდეები და იდეალურად ათამაშდა გუნდი.კარგად იცოდა რო კონტეს აწყობილ გუნდს იბარებდა და მისი მოვალეობა იყო პროგრესი განეცადა გუნდს.ასევე დიდი დამსახურება არი ის რო გაცილებით ტექნიკურად თამაშობს გუნდი მითუმეტეს ამის საშუალება გვაქ და რატომაც არა უფრო სწრაფად გადადიან შეტევაში კონტრშეტევები იდეალურია.ფეხბურთელებს უფრო მეტი ტავისუფლება აქვთ მოედანზე კონტეს დროს უფრო ჭადრაკის ფიგურებს გავდნენ ყველა მარტო თავის მონაკვეთში იყო ზედმეტად არავინ არაფერს აკეთებდა.როცა პოგბა ტევესი პერეირა მარკიზიო გყავს მემგონი უფრო მეტი ტავისუფლება უნდა მისცე ამათ.რავიცი ჯერ მაინც ადრეა ალეგრის მუშაობის შეფასება დაველოდოთ სეზონის ბოლოს მარა ფაქტია რო დღემდე… Read more »

simoni chigladze
9 years ago

:juvee:

Gio Darja
9 years ago

ალეგრიმ დაამტკიცა, რო კონტეზე უკეთესი სპეციალისტი და ტაქტიკოსია, კონტე უპირველეს ყოვლისა გასახდელის ლიდერია და ფსიქოლოგიურად ამზადებს გუნდს საოცრად, იტალიის ნაკრებში უნდა დაამტკიცოს კონტემ მისი სიძლიერე კიდევ უფრო, იუვენტუსი ააყვავა საჭირო დონემდე და რო არ წასულიყო, შეიძლება პროგრესი ვერც განეცადა, სწორ დროს წავიდა ასე ვთქვათ, ახლა ვნახოთ ალეგრი აქ რას იზამს ( ფაქტია ლიგაზე კონტეს უკვე აჯობა ) და წარმატებები ვუსურვოთ ანტონიოს სკუადრა აძურაში, ჯერ-ჯერობით იტალია ვერაფერი გუნდია

Di Francesco # 1
9 years ago

ალეგრი კაი ტაქტიკოსია და ყველა მოწინააღმდეგეს სწორ ტაქტიკას ურჩევს მარა არის მეორე გზა, გახდე რეალივით ბაიერნივით და ბარსასავით ძლიერი და მერე შენ გირჩინონ სხვადასხვა ტაქტიკები. რეალი ხო არ ცვლის არცერთ მოწინააღმდეგესთან ტაქტიკას? იმიტორო ყველაზე ძლიერია, ხოდა კონტეც იგივეს ცდილობს გახდეს ძლიერი და მისმა მოწინააღმდეგეებმა არჩიონ ტაქტიკა კონტეს მოსაგებად

lasha naxucrishvili
9 years ago

კონტეს იუვე ბოლოს უკვე ძალიან ადვილი გასაშიფრი იყო ამოკეტე ასამოა ლიხტა და GAME OVER დამთავრდა ჩაკიდებები.მეორე ტაქტიკაც უნდა ჩაენერგა გუნდისთვის მაგრამ ხისთავიანს რას გააგებინებ :boli: ისე კონტე ყოველთვის მემახსოვრება რამდენი სიხარული გვაჩუქა რაც მართალია მართალია და კიდევ ზოგისთვის შეიძლება სასაცილო იყოს მაგრამ ახალმა სტადიონმაც დადებითად იმოქმედა იუვეზე . :forza:

BESO BARAMIA
9 years ago

რა თქმა უნდა ალეგრის დამსახურებას არ ვუკარგავ- მადლობის ღირსი არის!! მაგრამ ჯერ ადრეა ჩემი აზრით ვთქვა-ბრავო!! კონტეს დამსახურება უდაოდ კოლოსალურია გუნდის ჩამოყალიბებაში, მოტივაციაში, შეკვრაში,განსწავლულობაში ტქტიკურ ჭრილში, სატრანსფერო ჩართულობაში, დისციპლინაში- რაც აისახა კიდეც ზედიზედ მოპოვებულ ნანატრ ტიტულებში. ალეგრი უდაოდ ნიჭიერი სპეცია და ცალსახად არ მეგონა თუ გაუძლებდა ასეთ გამოწვევას(მხედველობაში მაქვს იუვეს თავკაცობა)-ჩანს საერთო ენის გამოძებნის რეცეპტი მოთამაშეებთან ნანახია-ახლა დროა დაველოდოთ შედეგებს(არა მხოლოდ სკუდეტოს), დაველოდოთ ზაფხულის სატრანსფერო ბატალიებს, რომელშიც მან საკვანძო როლი უნდა შეასრულოს-და თუ მისი მ.ქ.კ იქნება მოლოდინების 70%, რაც გუნდის აღმშენებლობაზე პოზიტიურად აისახება-აი, მაშინ ბრავო ნამდვილად დამსახურებული იქნება!!

მრად და ყველგაან ფორცა იუვეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე!! :juvee: :juvee:

ფორზა იუვე.Nedved Platin Zidane

მოდი კონტე კონტეა მარა ვთქვათ რო ალეგრი კონტესგან განსხვავებით გალათასარაის ლიგაზე დაცვაში არ ჩაუჯდება როცა 100 % ნტიანი მოგება უნდა კონტეს რისკი საერთოდ არ უყვარდა რისკის გარეშე კიდე ლიგაზე ვერაფერს იზავ ალეგრის მილანიც დაფრინავდა სანამ გაუყიდიდნენ და ჩემი აზრით ალეგრი ბევრად უფრო ძლიერი სპეციალისტია ვიდრე კონტე

Di Francesco # 1
9 years ago

ალეგრი სწორად ათამაშებს გუნდს მარა არავინ არ იცის კონტე რას იზამდე წელს, იუვე წლიდან წლამდე უმატებდა და წელს უფრო ძლიერი გახდა, ალეგრის მაგივრად სხვა რო მოსულიყო იმის ხელშიც ექნებოდა იუვეს პროგრესი. თუმცა ალეგრიმ თავისი ხელიც დაატყო გუნდს, ამას იმიტო ვამბობ რო დღევანდელ იუვეს კარგ თამაშს მთლიანად ალეგრის ნუ მივაწერთ, მითუმეტეს კონტეს იუვესთან შედარება არ მგონია სწორი. იუვე ახლა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდა და თავისთავად წინა ეტაპზე მყოფ იუვეს ჯობია. კონტემ ისეთი კლუბი ააშენა რო თავისთავად ვითარედება თუ ვინმემ ძალით არ შეუშალა ხელი და ალეგრის ნაირმა სპეციალისტებმა თუ ხელი შეუწყვეს.

ალეკო კოკაია

კონტეს არანაირად არ ვადარებ ალეგრის,უბრალოდ დღითიდღე ამტკიცებს რომ კარგი სპეციალისტია და გუნდის სტრატეგიას სწორად უდგება,ისე როგორც კარგ სპეციალისტს ეკადრება.უდაოა რომ კონტე ძალიან მაგარია მაგრამ ეს 3-5-2 რო ამოიჩემა რაღაც არ მესმის რატომ?ალეგრის რო უკვირდები ტიპმა ზუსტად იცის სად რა რა უნდა ითამაშოს და რა ტაქტიკით,არ იცის კონტესგან განსხვავებით ერთი და იგივეს ამოჩემება და ბევრსაც რისკავს კონტესგან განსხვავებით და რაც მთავარია შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს.კონტე თავიდან 4-3-3-ით რო თამაშობდა ძალიან მომწონდა და არა მარტო მე დამეთანხმები ალბათ,უბრალოდ მერე 3-5-2-ი დაემართა და იმის მერე მაგ ვვირუსს ატარებს :lool: თორე კონტეს პროფესიონალიზმში ეჭვი არც შეიძლება შეგეპაროს.ისე ალეგრიმაც რო ამოიჩემა ეს პადოინი მაგაში კი გავს :lool: :lool: :lool:

ალეკო კოკაია

კონტესაგან განსხვავებით 3-5-2-ს თავისებურად იყენებს ალეგრი,საერთოდ არ გავს კონტესდროინდელ 3-5-2-ს.

ალეკო კოკაია

პლიუს ამას გოლის გატანის შემდეგ თამაშს არ კეტავს და შეტევა შეტევაზე მიაქ,მართლა არ მეგონა თუ ასე გაამართლებდა,მართლა ბრავო მაქს :forza: :forza: :forza:

lasha naxucrishvili
9 years ago

თავიდან არცისე კარგად დაიწყო მიხვდა რო თავის იუვეც უნდა შეექმნა და გუნდს მეორე ტაქტიკა დაუმატა.არც კონტეს ტაქტიკას ივიწყებს როგორც ამას თვითონ ამბობს.

jek17
9 years ago

ვეთანხმები ამ სტატიის ავტორს,კონტეს წასვლით და ალეგრის მოსვლით ლამის ფეხბურთის ყურებას დავანებე თავი,მართლაც ბრავო მაქს!!! :up:

| Newsphere by AF themes.
15
0
Would love your thoughts, please comment.x