ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : “სამივე ტურნირზე ბოლომდე ვიბრძოლებთ”

“ფიორენტინასთან” მოპოვებული შესანიშნავი გამარჯვების შემდეგ კლაუდიო მარკიზიომ იტალიურ პრესასთან საუბარში განაცხადა, რომ გუნდს სამივე ტურნირის დასრულება წარმატებით შეუძლია.ამჟამად, ბიანკონერები სკუდეტოს მოპოვების მთავარი კანდიდატები არიან, იტალიის თასის ფინალში იმყოფებიან და ჩემპიონთა ლიგაზე, ფრანგულ “მონაკოს” დაუპირისპირდებიან : “კოპას ფინალი ? – ეს იყო ჩვენი პირველი მიზანი, რომელსაც უკვე მივაღწიეთ.ქვეყნის თასი მნიშვნელოვანი ტურნირია და როდესაც გუნდი ფინალურ ეტაპზე გადის, ეს ჩვენს კარგ ფორმაში ყოფნას ამტკიცებს.ჩვენ ვცდილობთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანოთ.სამი წელია სკუდეტოს ვიგებთ და წნეხი ყოველ წელს მეტია, ისმის კითხვა, ეყოფა თუ არა იუვენტუსს ისევ ძალები, გულშემატკივრები ჩვენგან მხოლოდ ჩემპიონობას ელიან და საბედნიეროდ, გუნდი ამას ახერხებს.რაც შეეხება იტალიურ ფეხბურთს, ბევრი ამტკიცებს, რომ აპენინებზე კრიზისია, მე ასე არ ვთვლი, ქულების რაოდენობა იმდენივე გვაქვს, რამდენიც მაგალითად, “ჩელსის”, პრობლემა შეიძლება იმაში მდგომარეობს, რომ სხვა გუნდებს აქვთ ნაკლები ქულათა ოდენობა.ვარდნა, როგორც ასეთი, იტალიურ ეკონომიკასაც შეეტყო, ქვეყანა რთულ სიტუაციაშია და გასაგებია, ეს ფეხბურთზეც უარყოფითად მოქმედებს.”

წყარო : Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
MAXSIMUS
9 years ago

bolomde!!! :achuu: :achuu: :achuu: :up: :up: :up: :bicho: :bicho: :bicho:

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x