ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტაკინარდი :”შეუძლებელი არაფერია”

ბიანკონერის ექს ნახევარმცველ ალესიო ტაკინარდის მიაჩნია, რომ გუნდს შეუძლია წარმატების მიღწევა სამივე ფრონტზე. ტურინელებმა პრაქტიკულად გაინაღდეს სკუდეტო, ხოლო მიმდინარე კვირაში იტალიის თასის ფინალში ასპარეზობის უფლებაც გაინაღდეს ფლორენციელების დამარცხებით. შედეგად, ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე უფრო და უფრო აქტუალური თემა ხდება..

“ვფიქრობ, პოგბა, პირლო და ტევესი, რომ 100%-ით მზად შეხვდნენ მნიშვნელოვან მატჩებს, მაშინ ყველაფერი შესაძლებელი იქნება. ალეგრის განკარგულებაში ნამდვილად იმყოფება ის კონტიგენტი, რომელსაც შეუძლია დაეყრდნოს და მოთხოვოს მაღალი მიზნების მიღწევა. გარშემო ყველა ბორუსიასთან მატჩზე საუბრობს და ვგონებ, გაცილებით მაშტაბური თვითრწმენის განმტკიცების კუთხით, იყო შეხვედრა “ფიორენტინასთან”. მაშინ როცა გუნდს ამდენი წამყვანი ფეხბურთელი აკლდა და მიუხედავად ამისა ასპარეზობს შთამბეჭდავად, აძლიერებს თითოეულ მოთამაშეში გრძნობას, რომ მათთვის მიუღწეველი არაფერია. ფლორენციელები იყვნენ შესანიშნავ ფორმაში, მოგებული ჰქონდათ პირველი მატჩი სტუმრად და პრაქტიკულად გადაწყვეტილი ჰქონდათ მატჩის ბედი.. აპლოდისმენტებს იმსახურებენ ამ ყველაფრის მერე ტურინელები, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ტურნირზე, სასურველია თუ ზემოთხსენებული მოთამაშეები შეხვდებიან იდეალურ კონდიციებში”.

იებთან შეხვედრამდე, საზოგადოებაში არსებობდა აზრი თითქოს ალეგრის გუნდი ზედმეტად გახლდათ დამოკიდებული კარლოს ტევესსზე..

“იცით, ამ აზრს თავადაც ვიზიარებდი ფიორესთან დაპირისპირებამდე. უკანასკნელ პერიოდში, არგენტინელის თამაში და მისი გოლები გადამწყვეტ ქულებს და გამარჯვებებს სძენდა კლუბს. მსურს, აქვე აღვნიშნო მწვრთნელის დამსახურებები, რომელიც მთავარი შემოქმედი გახდა დღევანდელი საოცარი იუვენტუსის. იყო პერიოდი, როდესაც მთელი იტალია დასცინოდა და თითით საჩვენებლი გახდა კონტესთან მომხდარი ინციდენტის გამო, მაგრამ დღეს.. ვითარება 180 გრადუსით არის შეცვლილი. მან პირველივე დღიდან, წარუმატებლობის შესაძლებლობა საკუთარ თავზე აიღო და განაცხადა, რომ თუ გუნდი ვერ მიაღწევდა მიზანს, მაშინ მთელი ბრალეულობა მწვრთნელის კისერზე იქნებოდა. მაქსმა შექმნა მჭიდროდ ერთად მდგომი გუნდი, რომელმაც უმტკივნეულოდ აიტანა ისეთ მაშტაბური ფეხბურთელის არ ყოფნა როგორიც ტევესია. ჩემს თვალწინ დადგა გუნდი, რომლებშიც ვთამაშობდით მე, ტორიჩელი, კონტე და დილივიო. ამით იმის თქმა მსურს, რომ იუვემ გამოიმუშავა ინსტიქტი, ჩაანაცვლოს ნებისმიერი ვარსვკლავი და ამით არ დაეცეს გუნდის მარგი ქმედების კოეფიციენტი. ტევესი ფანტასტიურია, მაგრამ გუნდი მასსზე არაა დამოკიდებული და შესაძლოა სწორედ ეს ფაქტორი გახდეს გადამწყვეტი წლევანდელ სეზონში”.

 

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

1 კომენტარი
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
9 years ago

ჭკვიანი კაცია

| Newsphere by AF themes.
1
0
Would love your thoughts, please comment.x