ბონუჩი :”პარმასთან გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა აქვს”
სეზონის დასკვნით ნაწილზე იუვეს შანსი აქვს ყველა გათამაშებაში გაიმარჯვოს. ლეონარდო ბონუჩი ზუსტად ამ მოსაზრებას გამოეხმაურა: “ოცნებისთვის არ იხდიან. მთავარია, რომ ღრუბლებში არ ვიფრინოთ, უბრალოდ გვწამს რომ ჩვენ შევძლებთ ყოველი მომდევნო შეხვედრის მოგებას და უკვე მერე გამოჩნდება, სადამდე მიგვიყვანს ეს ყოველივე. პარმასთან მატჩში არის გადამწყვეტი, როგორც მორალური ისე სატურნირო მდგომარეობით. მეტოქეს აღარ ექნება იმედი, რომ დაგვეწევა, ხოლო ჩემპიონთა ლიგას ამაღლებული განწყობით შევხვდებით. მონაკოს უდიდეს პატივს ვცემთ. ფრანგების ძლიერი მხარე არის კონტრ იერიშები, ხოლო თავდასხმაში ბერბატოვის სახით, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი ჰყავთ. ალეგრი? მოთმინება და ცივი გონება, სწორედ ასეთია მაქსი. ფლორენციაში კი გუნდმა ზედმიწევნით კარგად წარმოაჩინა ეს ხასიათი”.
წყარო: Football Italia
ზედიზედ კიდევ 5 თამაში უნდა მოვიგოთ რომ ჩემპიონობა ოფიციალურად გავინაღდოთ ან 15 ქულას უნდა მოუყაროთ თავი
წელს მინიმუმ მინდა რომ გუნდმა ყველა ტურნირზე 100 გოლი გაიტანოს ასევე მინიმუმ 35 მატჩი მოვიგოთ
ამ სეზონშიც შეგვიძლია რაიმე რეკორდის გამეორება ან სულაც მოხსნა
თუ გუნდმა ლიგის ფინალში ითამაშა ეს იქნება წლევანდელი სეზონის 57 მატჩი რითაც აბსოლიტურ რეკორდს დავამყარებთ მატჩებით
ასევე შეგვიძლია წელს სამივე ტიტულის მოგება რითაც კიდევ ერთი რეკორდი იქნება
წინ კიდევ ბევრი და უფრო მეტი ძლიერი თამაში გველის მთავარია ბიჭებმა არ მოუკლონ და ტრავმებიც მალე მოიშუშონ
ძალიან მინდა რომ წელს იუვემ ლიგა მოიგოს უფრო იმიტომ რომ ჯიჯის ეს ტიტული ეკუთვნის და ფინალში გაორმაგებული მოტივაციით ითამაშებს და გუნდსაც აიყოლიებს
იმედია ფინალში ვითამაშებთ და არ აქვს მნიშვნელობა ჩვენს წინააღმდეგ რომელი გუნდი იქნება მთავარია ფინალში გავიდეთ და იქ ყველაფერია მოსალოდნელი.