ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დილემა ტაქტიკურ მონახაზზე და სავარაუდო შემადგენლობა

თუ გავითვალისწინებთ იმ კალენდარს, რომელიც ტურინულ კლუბს ელის ზუსტად პარმასთან დასრულებული მატჩის შემდეგ, ადვილად წარმოსადგენია თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობას ანიჭებს ალეგრი ამ დაპირისპირებაში დაგროვებულ ქულებს. არადა მეორეს მხრივ ურთულესია გაბანკროტებულ კლუბთან, რომელიც უკანასკნელ ადგილზეა 9 ქულით კონცენტრირების მოხდენა, როდესაც წინ ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალური დაპირისპირება გიწევს..

ალეგრის სიტყვებით მოედანზე საუკეთესო შემადგენლობა გავა. საუკეთესო – ბუნებრივია ნიშნავს სასტარტო 11-ეულს, რომლითაც იუვე აღწევდა წარმატებას, მაგრამ.. პარმასთან არ იასპარეზებენ ბუფონი, ბარძალი, პირლო და ტევესი. კუალურული ინფორმაციით კი ამ სიას შეუერთდებიან ლიხტშტაინერი, ევრა და ბონუჩი-კიელინიდან ერთ-ერთი. “ვინც არ უნდა გავიდეს მინდორზე, მან უნდა დაამტკიცოს რომ ის ამის ღირსია”..

ღირსი ერთია და მეორეა რამდენად ეფექტური იქნება. ფლორენციელებთან მატჩში გუნდმა დაუმტკიცა ყველას, რომ თითქოს განწირული მდგომარეობიდან შეუძლია ფეხზე დადგომა და წარმატების მიღწევა. ფეხბურთელებს უფრო მეტად გაეზარდათ საკუთარი თავის რწმენა. შესაძლოა ამან დამატებითი ენერგია შესძინოს გუნდს, არამარტო პარმასთან არამედ მომდევნო დაპირისპირებებშიც.

დღევანდელ შეხვედრაზე კი ორ სავარაუდო ტაქტიკურ მონახაზს განიხილავენ. 4-3-1-2 და 4-3-3 .. უკანა ხაზში განიხილებიან პადოინი, ოგბონა, კიელინი და დე ჩელიე. სტორარი დაიცავს კარს, ხოლო ლიხტშტაინერს და ევრას მცირე შესვენებას უმზადებენ მონაკოსთვის. ნახევარდაცვაში უნდა ველოდოთ მარკიზიო, სტურარო და ვიდალის ტრიოს, თუმცა ეს უკანასკნელი შესაძლოა რობერტო პერეირამ ჩაანაცვლოს. იმ შემთხვევაში თუ ალეგრი სამ გამოკვეთილ ფორვარდს დააყენებს, სავარაუდოდ იგი პეპე-ლორენტე-კომანს დაეყრდნობა, ხოლო ტრეკუარტისტას და ორი თავდამსხმელის გამოყენება მატრი – ლორენტეს სასტარტოს უფრო კარგ შანსს აძლევს, ხოლო მათ უკან ფრანგ ტალანტს.

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

4 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
lasha naxucrishvili
9 years ago

იცით ასე ძალიან რო აინტერესებდეთ თამაში პარმასთან ამ ზღაპრებს არ მოიგონებდნენ როგორებიცაა: ტევეს გლანდი ტკივა ბარძალის ფეხი დაეჭიმა ძილის დროს და ბუფონს ფეხი აუსრიალდა სველ იატაკზე.მე ამ ზღაპრების არ მჯერა ხო თქვა გამოვიყვანო საუკეთესო შემადგენლობასო და ამავდროულად იგონებს ამდენ ზღაპარს ბევრი ლაპარაკი რომ არ მოყვეს რატო არ ათამაშა და ასე შემდეგ.ერთი ფიორენტინა იყო კიდე ჩამოუარა მთელ იტალიურ გუნდებს ჩვენ კი ტრეინინგი მოუწყეთ ზამენა ხალხით.რთული კალენდარი ხო? :givi: მე მაგას NEXT ვარჯიშს დავარქმევდი.

Giorgi kasrashvili
9 years ago

სტორარი

პადოინი-ოგბონა-ბონუჩი-დეჩელიე

პერეირა–სტურარო—მარკიზიო

პეპე—მატრი—კომან

რად უნდა ამას დილემა???

ვე მოვუგებთ თუ რა???

ეგ კიარა მარკიზიოც დაასვენოს და აპალტე ათამაშოს

Gio Darja
9 years ago

ვინ აპელტი ათამაშოს ლივორნოშია არენდით :lool:

irakli28
9 years ago

უნდა მოვიგოთ უეჭველი და კაი ხასიათზე დავეჯახოტ მონაკოს :forza: :forza: მონაკოსთან 4-3-1-2 გვინდა ისევ უეჭველი, ამ სქემით შეტევაში ბევრად ძლიერია გუნდი ვიდრე 3-5-2… აქ ერთი 2-0 თუ გამოვიდა იქ მერე პირდაპირ 3-5-2იც შეილება

| Newsphere by AF themes.
4
0
Would love your thoughts, please comment.x