ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“მონაკო” “იუვენტუსთან” მატჩს კარგ ფორმაში ხვდება

ტურინის “იუვენტუსთან” დაპირისპირებას ფრანგული “მონაკო” მშვენიერ ფორმაში ხვდება.ლონდონის “არსენალთან” ჩემპიონთა ლიგაზე განცდილი მარცხის შემდეგ ლეონარდო ჟარდიმის შეგირდებმა ოთხი მატჩი გამართეს და არცერთი არ წაუგიათ, “რეიმსსა” და “კაენს” მოუგეს, “სენტ-ეტიენთან” და “მონპელიესთან” კი ქულები გაიყვეს.ბოლო ოთხ შეხვედრაში ფრანგთა მხრიდან თავი სამჯერ ანტონი მარტიალმა გამოიჩინა, ორი გოლია ბერნარდო სილვას ანგარიშზე, თითო-თითოჯერ მეტოქეები ფაბინიომ და დირარმა დაამწუხრეს.ამ მომენტისთვის, ლიგა 1 – ში “მონაკო” მესამე პოზიციას იკავებს, თუმცა მანამ, სანამ “მარსელი” ჩაატარებს მორიგ შეხვედრას.აქვე გეტყვით, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ბიანკონერებმა თავისმხრივ სამივე მოიგეს და მეოთხეს დღეს ჩაატარებენ, “პარმას” წინააღმდეგ.ბებერი ქალბატონი “მონაკოს” 14 აპრილს, “იუვენტუს არენაზე” მიიღებს.

 

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x