ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სტორარი :”ასეთი შეცდომა აღარ დაფიქსირდება”

და მაინც რა მოხდა პარმასა და იუვეს მატჩში? მარკო სტორარი ცდილობს ახსნას ის შეცდომები რაც აუტსაიდერსა და უპირობო ლიდერს შორის დაპირისპირებისას მოხდა:“უამრავი შეცდომები დავუშვით, როგორც მცირე ასევე დიდი. ყველანაირი კუთხით ეს იყო საშინელი შეხვედრა, რომლის განმავლობაში მიზერულად განვახორციელეთ მეტოქის კარისკენ დარტყმა. სამწუხაროა, რადგან სათასო დაპირისპირების მერე თითქოს კარგად მოვემზადეთ პარმელებთან მატჩისთვის და გვსურდა დადებითი შედეგის გაგრძელება”.

ბიანკონერის მეორე კიპერი ცდილობს დაამშვიდოს გულშემატკივარი და დაარწმუნოს, რომ ეს მარცხი არ გამოიწვევს არანაირი ფსიქოლოგიურ ჩავარდნას და გუნდი უმაღლეს დონეზე ჩაატარებს სეზონის დასკვნით ნაწილს:

“დაუშვებელია კონცენტრაციის დაკარგვა, რადგან ჩემპიონატი ჯერჯერობით არ დასრულებულა და ჩვენ ბოლო წამამდე უნდა ვაკონტროლებდეთ მის ბედს”.

“უკვე ხვალიდან ჩემპიონთა ლიგის მატჩისთვის დავიწყებთ მზადებას. ჩვენ არ ვართ მიჩვეულნი მარცხს და ასეთ საშინელ ფეხბურთს, რომელმაც ცუდი შეგრძნება დაგვიტოვა”.

“იყო თუ არა ეს გამოწვეული ტევესის არ ყოფნით? გამორიცხულია, რადგან კარლიტოსი არც ფლორენციაში გვყოლია, მაგრამ მეტოქე 3-0 დავამარცხეთ”.

 

წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x