ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ალეგრი :”მეტოქემ დამსახურებულად მოიგო”

თუ არ ჩავთვლით იტალიის თასსზე განცდილ მარცხს, რომელიც საერთო ჯამში ორ რაუნდიანი ბრძოლისგან შედგება და გამარჯვებული იუვე დარჩა, ეს მარცხი გუნდისთვის პირველი გახდა 2015 წელს. ბუნებრივია ჩემპიონატის უპირობო აუტსაიდერთან მარცხი დაამწუხრებდა იუვეს თავკაც მასიმილიანო ალეგრის:

“დღეს, ფაქტიურად ხმა დავტოვე ენიო ტარდინიზე. მეორე ნახევარში საერთოდ არაფერი არ გამოგვდიოდა და დამსახურებულად ვიწვნიეთ მარცხი. პირობას ვიძლევი, რომ მონაკოსთან არაფერი მსგავსი არ დაფიქსირდება. პარმელებთან კი უბრალოდ ჯეროვნად არ შევაფასეთ მატჩის მნიშვნელობა. ჩვენ შეგვეძლო პოზიციების გაუმჯობესება სკუდეტოსთვის ბრძოლაში. დიახ, როტაცია განვახორციელეთ, მაგრამ ეს არ არის გასასამართლებელი საშუალება. იმედი მაქვს შედეგი დადებითად იმოქმედებს და გამოგვაფხიზლებს. ეს იყო მატჩი, როდესაც ცივი გონებით უნდა მივსულიყავით და სასურველი შედეგი კლასის ხარჯზე და საფეხბურთო აგრესიით დაგვეფიქსირებინა”.

წყარო: Football Italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

0 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
| Newsphere by AF themes.
0
Would love your thoughts, please comment.x