ალეგრი :”უაღრესად რთული მატჩი გველის”
მასიმილიანო ალეგრის მოსაზრებით, ბიანკონერის ბორუსიასგან მკვეთრად განასხვავებული მეტოქე ერგო. ფრანგებთან, ფეხბურთელებს მოთმინება მართებთ, რადგან გერმანელებისგან განსხვავებით ისინი სხვა საფეხბურთო ფილოსოფიას ქადაგებენ. მაშინ როცა კლოპს წარმატება თავდასხმაზე ჰქონდა აგებული, მონაკოს გამარჯვების მოპოვება დაცვის საიმედო ასპარეზობით სურს..
“ალბათ არ ვიქნები უხეში, როდესაც ვიტყვი, რომ მონაკო არის ბორუსიას ოპოზიცია. ასეთ დროს კი მეტოქესთან თამაში უფრო რთულდება და არაპროგნოზირებადი ხდება. ჩვენ არაფრის დიდებით არ უნდა მივაწყდეთ მათ საჯარიმოს და მივცეთ ფრანგებს თავისუფალი სივრცეები, რადგან ასეთ შემთხვევაში ლონდონურ ფიასკოს გავიმეორებთ. მოგვიწევს მეტად მშვიდები, კოცენტრირებულნი და ელეგანტურები ვიყოთ”.
მაქსი პატივისცემით ეპყრობა მეტოქეს და საქებარ სიტყვებს არ იშურებს მათ მიმართ:
“სრულიად დამსახურებულად იმყოფებიან წლევანდელ რვა საუკეთესო კლუბს შორის. სტატისტიკა საერთოდ შთამბეჭდავია.. ერთი გაშვებული ბურთი ჯგუფურ ეტაპზე, ხოლო საერთო ჯამში მათ ტურნირზე 4 გოლი გაუშვეს. ეს ციფრები შემთხვევით არ დაფიქსირებულა. მათ სათავეში ჭკვიანი სპეციალისტია და წინ ორი უაღრესად დაძაბული შეხვედრა გველის. მეეჭვება, რომ ყველაფერი ერთ 90 წუთში გადაწყდეს”.
ბუნებრივია ჟურნალისტები სასტარტო შემადგენლობით დაინტერესდნენ, მაგრამ ალეგრი არ ჩქარობს კარტების გახსნას:
“ვეჭვობ პირლოს და ბარძალის ხილვა მოედანზე არ განხორციელდება. ნახევარმცველს 45 დღე გაუცდა, ხოლო ბარძალი სულ ცოტახნის წინ დაგვიბრუნდა მცირე დაზიანების შემდეგ. მიუხედავად ყველაფრისა, საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც ხვალინდელი ვარჯიშის შემდეგ მივიღებ. ნებისმიერ შემთხვევაში ბიჭები შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან, ხოლო მოტივაცია ასეთი რანგის მატჩებში არასოდეს წარმოადგენს პრობლემას”.
წყარო: ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ გვერდი
1-0 movigebt saxshic da stumradac
დღეს დიდი დღეა აუცილებლად უნდა მოვიგოთ
ტიფოზებს გაუმარჯოს

დღეს დიდი დღეაა

ეე ასეთ მნიშვნელოვან მატჩამდე წაგება როგორ შეიძლებოდა იმედია კონცენტრაციას მოახდენენ უშუალოდ ამ თამაშზე და სასურველ შედეგს დადებენ
თუ პირლოს არ დააყენებს, სტურარო ვითომ ? ეს 3-5-2 არ მინდა რაა )) ჯობია სტურარო იყოს და ოთხი ნახევარმცველი, ვიდრე სამი მცველი..